
საქართველოს თასის ფინალში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ, "საბურთალო" მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა.
ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ "საბურთალოში" 5 წელი იმუშავა, მასთან ერთად ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა და გუნდს პირნათელი ტოვებს.
ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" 2014 წელს ჩაიბარა, როდესაც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა, ელიტარულ ლიგაში გადაიყვანა და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
გასულ სეზონში "საბურთალომ" ეროვნულ ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა.