გიორგი ჭიაბრიშვილი: ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"6 წლის განმავლობაში "საბურთალოსთან" ერთად დიდი გზა გავიარე. მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, "საბურთალოს" პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ. ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
განსაკუთრებით ალაბათ სომხეთის კლუბები დაინტერესდებიან მათ შორის არარატი!
0
ჩემპიონობა, თასი, ევროტურნირზე გარანტია. ეს არც ერთ კლუბისთვის არაა წარუმატებლობა და ახალ გუნდისთვის როგორიც საბურთალოა მითუმეტეს წარმატებაა. მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები რომ არარატ არმენიასთან თამაში გაიყიდა და ეს მისი გამოძახილია. ყველა მოველოდით მაშინვე გადადგომას, მარა ჭიაბრიშვილმა თქვა ცხელ გულზე გადაწყვეტელებას არ მივიღებო.
G.LA
13:25 10-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული