"ტორპედოს" ქომაგები: სანამ ჩაჩავას დარი ხალხი კანონზე მაღლა იდგება, მთელი ქვეყანა ნეხვში იქნება

AutoSharing Option
"ტორპედოს"გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" კვლავ აღშფოთებას გამოხატავს გუნდში არსებული სიტუაციის გამო.

"უკვე ბევრგან იწერება კახა ჩხეტიანის "საბურთალოში" წასვლაზე. ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა და ელოდება სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, სულ რამდენიმე დღე და თუ არაფერი შეიცვალა, ისიც წავა და სხვა ყველაც.

მართლა მაქსიმუმზე მეტი ჩადო ყველამ, ვინც აქამდე მოიყვანა ეს გუნდი, მაგრამ ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ არავის გვსურს ისეთი სეზონი, როგორიც გამოვიარეთ გაჭირვებასა და ტყუილებში. ამიტომ თუ არაფერი გამოსწორდა, ყველას წარმატებებს ვუსურებთ თავის გზაზე. სამწუხაროა,
რომ ამ ქვეყანაში ჩაჩავასნაირი ხალხი კანონსა და სამართალზე მაღლა დგას და სანამ ეს ასე იქნება, მხოლოდ ფეხბურთი კი არა, მთლიანად ქვეყანა იქნება ნეხვში", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
პირველივე დანახვაზე არ მომეწონა ეს კაცი რაღაცნაირი ძველი ბიჭის, მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არასანდო ტიპი ჩანდა და სამწუხაროდ გამართლდა ჩემი წინათგრძნობა.
საეჭვო პიროვნება
21:41 10-12-2019
1
მაგარი სახე აქვს,ინდურ ფილმებში გაქაჩავდა ბოროტმოქმედის როლს)))
ბათუმის ფანი
22:38 10-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული