"საბურთალოდან" წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ევროტურნირებიდან გამოვვარდით"

AutoSharing Option
"საბურთალოში" გიორგი ჭიაბრიშვილის 6-წლიანი კარიერა დასრულდა. ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასზეც გაიმარჯვა, რის შემდეგაც ჭიაბრიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ის საქართველოს "პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტში" გახლდათ მიწვეული, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"საბურთალოდან" წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ევროტურნირებიდან გამოვვარდით.

ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა. ვიცოდი, რომ შეგვეძლო ჩემპიონობის მოპოვება და ასევე თასის აღებაც, ამიტომ შუა გზაზე საქმის მიტოვება არ მინდოდა.

როგორც უნდა დასრულებულიყო ეს სეზონი, ხელმძღვანელობასთან უკვე ვიყავი შეთანხმებული, რომ თანამდებობას დავტოვებდი.

თასის ფინალში გამარჯვება ძალიან
გაგვიჭირდა. ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, "ლოკომოტივი" ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს. მათ იცოდნენ, რომ გუნდიდან მივდიოდი და თითქოს ეს გამარჯვება მე მომიძღვნეს.

მათ ყველა გატანილი გოლი ჩემთან ერთად იზეიმეს და მე დიდი მადლობელი ვარ.
ძალიან რთული იყო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ჯერზე გამოსვლა. ჩვენ სავსე მაყურებლის წინაშეც არ გვითამაშია და გავედით და პირველივე ("შერიფთან") ისეთი თამაში მოვიგეთ, რომელიც ნებისმიერი ქართული კლუბისთვის რთული იყო.

აქამდე მსგავს გუნდებსაც ვერ ვაგდებდით და მერე იწყება მთავარი... მეც და ზოგადად, ყველამ დავაკელით რაღაც... ზოგადად, როდესაც ევროტურნირებზე გინდა გასვლა, ყველაფერში იდეალური უნდა იყო.

ჩვენს მოწინააღმდეგეს ყოველ ტურში აქვს ასეთი თამაში. ჟურნალისტები, ჩართულობა... პლუს ამას, ფიზიკურადაც არ ვართ მზად ამ დონის თამაშებისთვის.

ეს ჩემი და გუნდის ბრალი არაა. უნდა მოვუმატოთ სისწრაფეებს და ა.შ... თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ "საბურთალომ" რაიმე არ მოინდომა და ყველაფერი არ გასცა, ცდება.

ჩემი აზრით, რომ არა ეს სტრესი, ჩვენ ჩემპიონები გავხდებოდით. მე თუ ვერ გავაკეთე, ნუ მამყოფებ ამ საგიჟეთში... ვერ და არგაკეთება სხვადასხვა რამ არის...

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი... ადამიანს თუ სულში ასეთი რამე არ გაქვს, ამას არ იტყვი... ჩვენ ეს თამაში რომ გაგვეყიდა, ამაზე უკეთესს რას ვიყიდით?! ბევრს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიმიღია. ეს გუნდისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იყო. ამიტომ, გამორიცხეთ, რომ აქამდე მე რომელიმე სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი.

ბათუმის "დინამოში" გია გეგუჩაძესთან ერთად მუშაობაზე ხმები ვრცელდება. მე მისგან ბევრი ვისწავლე და ის ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გამორიცხულია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიმუშაოთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.

alt"საბურთალომ" გიორგი ჭიაბრიშვილს მადლობა გადაუხადა

altგიორგი ჭიაბრიშვილი: ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ

altგიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" დატოვა

altგიორგი ჭიაბრიშვილი: როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევ, მომდევნო წელი უფრო რთულია

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც პიროვნებას პატივს ვცემ ჭიაბრიშვილის, ამიტომ მჯერა რომ ის არარატთან წაგებაში სუფთაა. მაგრამ ვერ ვიჯერებ და ვერავინ დამაჯერებს რომ თამაში სუფთა იყო. თამაშის წინ სტუმარ გუნდზე კოეფიციენტის შემცირება, რომელიც ყველაფრით ჩამოუვარდებოდა ჩვენ ჩემპიონს სულ მცირე იდიოტი დადებდა დიდ თანხას, რომ ცვლილება მომხდარიყო ტოტალიზატორში. ეს მოხდა ყველა ტოტალიზატორში და ამიტომ ამ თამაშს სუფთაობას ვერავინ დამაჯერებს.ეს იყო სირცხვილი და სიბუნძურე.
G.LA
12 დეკემბერი 2019 15:08
3
ჩემი აზრით არარატ არმენიასთან მეორე თამაში მისი პირადი შეცდომების გამო უფრო წააგო გუნდმა ვიდრე ფეხბურთელების ფიზ მომზადების ანდა მზგავსი მიზეზების გამო როცა გასვლით შეხვედრას იგებ 2-1 ხომ შეიძლება მეორე თამაშზე დაყენო მკაცრად 4 მცველი ან 5 მცველი და ითამაშო კონტრშეტევებზე როცა იცი რომ მეტოქეს შესატევი აქვს გოლები აქვს გასატანი მიუხედავად ამისა მან დაიწყო თამაში 3 მცველით და ზუსტად დაცვაში არსებული ხარვეზების გამო გავუშვით სწრაფი გოლი და შემდგომ უკვე ვეღარ გადაეწყო გუნდი ესეც მწვრთნელის პრობლემა გუნდს ვერ გადაწყობ და არარატიც დაელოდა მეორე შანს და მიღო კიდეც ისევ დაცვაში არსებული პრპბლემების გამო დარწმუნებული ვარ უფრო მაღალი კვალიპიკაცის სპეციალისტი არარატის ბარიერს ამ გუნდით დაწლევდა მარა ეს ჩემი პირადი აზეია მხლოდ ქართველმა გულშემატკივარმა იმიტომ განიიცადა ეს მარცხი რომ შემდომ ეტაპზე გველოდა დუდელაჟი და ასეთი კარგი შანსი ქართულ კლუბებს ბოლო 10-15 წლის მანძილზე არ ქონიათ რომ ევროტურნირებზე ჯგუფში მოხვედრის.
გიორგი
12 დეკემბერი 2019 14:36
3
ეს კაცი(გ.ჭ) ვაისზე უკეთ გაწვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს,მაგრამ ამ ფედერაციისას რას გაიგებ, თქვენ რას იტყვით მეგობრებო?
gogia
12 დეკემბერი 2019 13:41
19
აქამდე ამბობდა ჯიზიკურად მაგრა ვართო და ეხლა თურმე არ ყოფილან ფიზიკაში მაგრები და რომელი დავიჯეროთ
შოკირებული გულშემატკივარი
12 დეკემბერი 2019 12:31
4
მთლიანობაში ძაილან კარგად იმუშავა ჭიაბერაშვილმა - საკმაოდ სანახაობრივ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა გუნდი - უბრალოდ ცოტა პრაგმატიზმი და სტაბილურობა აკლდა გუნდს რაც ევრო სარბიელზე გამოჩნდა.

მე მეჩვენებოდა რომ ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს არ აყენებდა ძირითადში მიგინეისვილი უკეთ თამაშობდა ვიდრე კუპატაძე როლოვიჩი ჯობდა გაბედავას და ის ფრანგი რატომ გაუშვეს საერთოდ არ ვიცი.
oTari
12 დეკემბერი 2019 12:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული