11 დეკემბერს სამტრედიაში გამართული საფეხბურთო მატჩი კლუბ "სამტრედიასთვის" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ბოლნისის "სიონთან" შეხვედრა "სამტრედიას" სასარგებლოდ (4:1) დასრულდა. სწორედ ამ შედეგმა განაპირობა კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. "სამტრედიამ" უმაღლეს დივიზიონში დამსახურებული ადგილი მოიპოვა.
"ჩვენთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენი ბიჭების დაუღალავმა შრომამ პლეი-ოფში გამართულ შეხვედრაში შესანიშნავი შედეგი მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო "სამტრედიას" ფეხბურთელებს და, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების დიდ ჯგუფს. უღრმესი მადლობა, ასევე, კომპანია "არქის", რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია და "სამტრედიას" წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის", - ამბობს ს.კ.
"სამტრედიას" დირექტორი მიშა ხუციშვილი.
"ვულოცავთ კლუბ "სამტრედიასა" და მის გულშემატკივარს ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას. სამტრედიელებმა უმაღლეს ლიგაში ღირსეული გადასვლით დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი ნამდვილად მათი სპორტია. "არქი", როგორც "სამტრედიას" გენერალური სპონსორი და დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არაჩვეულებრივ კლუბს. მოხარულები ვართ, რომ ქართული სპორტის განვითარებაში ასე აქტიურად ვმონაწილეობთ", - აცხადებს "არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.