"საბურთალოს" აღმ. დირექტორი: მალისა და კოხრეიძის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს...

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში კომენტარი კლუბის მიმდინარე პროცესების შესახებ გააკეთა.

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს ნაწილს.

მაგრამ არის საკითხი, რომელსაც კლუბი გადაწყვეტს - ნიკა მალის შესაძლო ტრანსფერს ვგულისხმობ, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, ზაგრების "დინამო" იწვევს...
- მალი "საბურთალოშიც" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. ამიტომ, გასაკვირი არ არის ნიკას მიმართ ინტერესი. ზაგრებელებს მალი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში მოეწონათ და ინტერესი გამოავლინეს. მაგრამ მას შემდეგ "საბურთალოსთვის" ოფიციალური წინადადებითაც არ მოუმართავთ და
არც ამ თემაზე გვისაუბრია.

- მალის ისეთი სეზონი ჰქონდა, საეჭვოა, საქართველოში დიდხანს გააჩერონ. მისით სხვა გუნდები არ ინტერესდებიან?

- დაინტერესებული გუნდები არიან, მაგრამ დაკონკრეტებას მოვერიდები. სხვათა შორის, უცხოელთა ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ნიკა მალი, კიდევ რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი მოხვდა. ეს ადასტურებს, რომ "საბურთალო" კვალიფიციურ ფეხბურთელებს ზრდის.

- ინტერესი კიდევ ვის მიმართ არის?
- გიორგი კოხრეიძითაც საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული. მალის და კოხრეიძეს საკლუბო თამაშების დროსაც აკვირდებოდნენ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც. მაგრამ ჯერ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. სატრანსფერო "ფანჯრის" გახსნამდე დრო ჯერ კიდევ არის და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
კოხრეიძის პასი აჩვენეთ არარატთან და კიდე უფრო მეტი მოითხოვს :):)
sormona
00:29 14-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული