გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი ინიშნება.
თბილისურმა კლუბმა ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ამ დროისთვის, შემიძლიათ გითხრათ, რომ ფელის ვისენტესა და მის სამწვრთნელო შტაბს " დინამოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა. მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ამის პარალელურად, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე სპეციალისტთან, მათ შორის არის კახა ჩხეტიანიც", - უთხრა " დინამოს" პრესამსახურის უფროსმა ირაკლი ბუხალმა lelo.ge-ს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.