ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" კომენტარი კახა ჩხეტიანის მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნაზე

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი ინიშნება.

თბილისურმა კლუბმა ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

"ამ დროისთვის, შემიძლიათ გითხრათ, რომ ფელის ვისენტესა და მის სამწვრთნელო შტაბს " დინამოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა. მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ამის პარალელურად, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე სპეციალისტთან, მათ შორის არის კახა ჩხეტიანიც", - უთხრა " დინამოს" პრესამსახურის უფროსმა ირაკლი ბუხალმა lelo.ge-ს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ