კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით lelo.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
"ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ორშაბათს გაირკვევა ქუთაისის " ტორპედოს" ლიცენზირების ამბავი და ამდენ ხანს სწორედ ამიტომ გავჩერდი გუნდში, რომ ლიცენზია აგვეღო... შეთავაზებები არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა დაკონკრეტება. ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ", - განაცხადა ჩხეტიანმა.