კაჩა ჩხეტიანი "დინამოში" დანიშვნაზე: ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ

AutoSharing Option
კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით lelo.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ორშაბათს გაირკვევა ქუთაისის " ტორპედოს" ლიცენზირების ამბავი და ამდენ ხანს სწორედ ამიტომ გავჩერდი გუნდში, რომ ლიცენზია აგვეღო... შეთავაზებები არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა დაკონკრეტება. ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ", - განაცხადა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეგობრებო (ქუთაისლებს მივმართავ)თავს ნუ მოვიტყუებთ არც ერთ ტორპედოს გულშემატკივრებს არ გაგვიხარდება ჩხეტიანის დინამოში გადასვლა მიუხედავად იმისა რო ძალიან დიდი და ფასდაუდებელი სამუშაო გაწია ტორპედოში,ადრე თუ გვიან ტორპედო ფეხზე დადგება და მის წინააღმდეგ რო დინამო ითამაშებს და ჩხეტო დინამოს თავკაცი იქნება რაღაც მაინც სხვანაირად იქნება, იქნებ ტორპედოს დროულად რამე ეშველოს და ყველაფერი დალაგდეს მერე არამგონია ჩხეტიანი სადმე წავიდეს.ისე სადაც არ უნდა წავიდეს წარმატებას ვუსურვებ ღმერთმა ხელი მოუმართოს(და მაინც დინამოს გარდა სადაც უნდა იქ წავიდეს).
ilia
17 დეკემბერი 2019 10:12
1
იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის ტორპედოს სერიოზული სპონსორი გამოუჩნდა, კახა ჩხეტიანს ტორპედოს დატოვებას მე არ ვურჩევდი, დინამოში შეიძლება რაღაც მეტი ინტერესი იყოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ჯერჯერობით ქართული ფეხბურთის სახეა, მაგრამ არის სხვა მომენტებიც. ის დინამოში ჩემი აზრით სრულიად დამოუკიდებელი და ისე მიღებული, როგორც ქუთაისში და ტორპედოშია ვერ იქნება, ან თუ იქნება მყიფე ნიადაგზე და მოკლე დროით მოუწევს ყოფნა. მეტის დაწერა ამ ფორმატში ზედმეტად მიმაჩნია. კახა ღირსეული კაცია და მას წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებ სადაც არ უნდა იყოს.
ნუგზარი
15 დეკემბერი 2019 01:01
0
თავს ნუ ვიტყუებთ, არანაირი სერიოზული სპონსორი არ იქნება. ვინმე გაჭირვებული დეველოპერი ან მორიგი "ევროპელი" აფერისტი, ჩაჩავას ევროპული ვარიანტი თუ გამოჩნდება. რა ინტერესი უნდა ქონდეს სერიოზულ სპონსორს? სიმართლეს თვალებში შევხედოთ.
ასე რომ ჩხეტო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენ ალბათ ერთადერთი ტორპედოელი ხარ, რომლის დინამოში წასვლა არ მეწყინება.
kote
16 დეკემბერი 2019 00:51
1
მადლობა ჩემს ძმას . სადაც . არ უნდა წავიდეს წარმატებები
Dato . mogeladze
14 დეკემბერი 2019 23:48
1
თბილისსა და ქუთაისს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ცხოვრების დონის მიხედვით. იმდენად ღარიბი ქალაქია, რომ ერთი გუნდის შენახვა არ შეგვიძლია, ეს ფაქტია. ჩხეტოს მადლობა გმირობისთვის, შენ ყოველთვის ტორპედოელი იქნები!
მადლობა ჩხეტო!
14 დეკემბერი 2019 19:52
4

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0