"საბურთალოს" პრეზიდენტი: ალბათ, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით მოგვიწევს ასპარეზობა

AutoSharing Option
"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

ხეჩიკაშვილმა შესაძლო მწვრთნელზე, სამომავლო გეგმებსა და ევროთასებზე ისაუბრა.

"ჩვენ სულ 4 წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ზედიზედ ჩემპიონობის და თასის მოპოვება ძალიან დიდი წარმატებაა, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ჩვენი გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ასევე ჭაბუკთა ლიგაშიც წარმატებულად გამოვდივართ.

რა თქმა უნდა, ეს გვახარებს, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც გვაქვს. ფეხბურთი, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის არის. ძალიან ცუდია ის
უკმარისობის გრძნობა, რომელიც გულშემატკივარს დავუტოვეთ. ვგულისხმობ ევროპის ლიგაზე "არარატთან" მარცხს.

მინდა, ყველა იმ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც "საბურთალოს" ევროტურნირების პირველ ორ საშინაო შეხვედრაზე მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავმარცხდით, გულშემატკივრები ტაშით გვაცილებდნენ და უფლება არ გვქონდა, მესამე მატჩში ბოლომდე არ დავხარჯულიყავით.

ამიტომ ეს გულისტკივილი და ხინჯი მაქვს კიდევ და ჩვენს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ბულინგი და გინება, რომლის მსხვერპლიც მე გავხდი, არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

15 წელი აშენებ რაღაცას, ერთი სკოლის გუნდი ჩემპიონი გახადე და მერე ისეთ რაღაცებში გდებენ ბრალს... სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში კლუბიდან წასვლას ვაპირებდი, რადგან დავინახე ძალიან დიდი უმადურობა.

ქართული ფეხბურთი არ ეკუთვნის მხოლოდ იმ ვაი გულშემატკივარს, რომელიც გვაგინებდა. ასევე, აკადემიაში გვყავს უამრავი კარგი ფეხბურთელი, რომელთა გამოც კლუბში დავრჩი.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღევანდელი მოცემულობით არ ჰქონდეს ადამიანს იმის სურვილი, რომ სწრაფი ტემპით იაროს.

ხშირად მეუბნებიან, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რადგან ყოველთვის 2-3 წლით ვუსწრებდით იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ვხედავდით იმ რესურსს, რომლითაც წარმატების მიღწევა შეიძლებოდა.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ევროპაში მივაღწიოთ წარმატებას და ჩემთვის სხვა საზომი არ არსებობს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას და მწვრთნელს, რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა. ჩვენ მათ დავემშვიდობებით და ალბათ, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით მოგვიწევს ასპარეზობა.

მომავალ მწვრთნელზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ახალ წლამდე მის ვინაობას აუცილებლად გაიგებთ.

კახა ჩხეტიანი? მიუხედავად მისდამი უდიდესი პატივისცემისა, მასთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ.

მას შემდეგ, რაც ახალ მწვრთნელს დავნიშნავთ, მასთან ერთად დავაკომპლექტებთ გუნდს. მიმაჩნია, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი უნდა ჩამოვიყვანოთ და დანარჩენი საქართველოში არიან იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატების მიღწევა შეუძლიათ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვინც არარატთან გავარდნის მერე გაგინათ ვაიგულშემატკივარია?
sormona
12:07 17-12-2019
6
და ეხლა რომ ლეგიონერებს ჩამოიყვან აზრი მითხარი ??? 6 თვეში აქ რომ ეხლა შენ გუნდში მესი მოიწვიო ის ვერ გიშველის.. ვერც საბურთალოს და ვერც დინამოს შენც და ფიფიაც თქვენ ხოშზე დადიხართ და საქმიდან გამომდინარე შლით ყოველ წლიურად გუნდებს აკეთებთ ჯიგრულად ფულს და ხართ თქვენთვის დიდი ამბავი რამოდენიმე თუ შეგაგინებთ და შეურაცყოფას მოგაყენებთ სულ არ გკიდიათ მთავარია ფული იმიტომ რომ თქვენ არც ფეხბურთის სიყვარული გაქვთ და არც გულშემატკივრის და ამის მერე ხალხს ეუბნებით რომ სტადიონზე მოვიდნენ..რატო უნდა მოვიდნენ 1 მიზეზიი მაინც დაასახელე..ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებთ ფულის გადახდა არ გინდათ წუწკები და ხამები ხართ შენც და ფიფიაც ესაა და ეს მეტი არაფერი..დინამოც და შენი საბურთალოც ეგრევე გამოვარდებით სულ რაგაც 6 თვე დარჩა და ისევ შერცხვებით და ისევ თავიდან დაიწყებთ ხალხის დაბოლებას რომ ვითომ რაღაცას აკეთებთ...კიდე ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ აზრიი ???!!!
გიო
12:24 17-12-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული