ხელის მოწერა დარჩა - კახა ჩხეტიანი ორშაბათიდან "დინამოს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
სამ წლიანი მუშაობის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. მიუხედავად იმისა რომ ჩხეტიანს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდა გუნდის კვლავ გაძღოლას, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი ამბავია, რომ კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა და ხელის მოწერაღა დარჩა. კლუბი კი დიდი ალბათობით კახა ჩხეტიანს ორშაბათს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ამავდროულად "ტორპედოდან" "დინამოში" შეიძლება მეკარე როინ კვასხვაძეც გადავიდეს.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ამავდროულად იმერულმა კლუბმა
ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
მე კი მეგონა დინამო გაძლიერდებოდა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გააღწევდა,ეხლა რა გამოდის,ჩხეტიანი ჩისკოს შტაბის ნაცვლად და კვასხვაძე პერალესის ნაცვლად და კიდევ დოლიძე,სერიოზული გაძლიერებაა ვერაფერს იტყვი,განსაკუთრებით ჩხეტიანი.
3
სანდო წყაროსგან გავიგე, რომ ფიფიას და ჩაჩავას ქვეყნის გარეთ რაღაც საერთო ბიზნესი აკავშირებთ. იქნებ ჟურნალისტებმა შეძლოთ და გაიგოთ მართალია ეს თუ არა. თუ სიმართლეა - მაშინ შესაძლოა რაღაც ბინძურ გარიგებასთან გვქონდეს საქმე!
ბასკი
15:38 22-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული