ხელის მოწერა დარჩა - კახა ჩხეტიანი ორშაბათიდან "დინამოს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
სამ წლიანი მუშაობის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. მიუხედავად იმისა რომ ჩხეტიანს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდა გუნდის კვლავ გაძღოლას, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი ამბავია, რომ კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა და ხელის მოწერაღა დარჩა. კლუბი კი დიდი ალბათობით კახა ჩხეტიანს ორშაბათს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ამავდროულად "ტორპედოდან" "დინამოში" შეიძლება მეკარე როინ კვასხვაძეც გადავიდეს.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ამავდროულად იმერულმა კლუბმა
ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ფიფია მაგარს გვეღადავება. ტიპმა თბილისის დინამო სოფლის გუნდად აქცია თან უნამუსოდ სასწაულ რამეებს გვპირდება ხან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურს ხან ევროპის ლიგის... ერთი ჟურნალისტი ვერ გამოჩნდა ისეთი კითხვა დაუსვას რას გვეკაიფება
გულშემატკივარი
14:27 21-12-2019
1
წარმატებები ჩხეტო! წარმატებები ყოფილ ტორპედოელებს! წარმატებები კაპიტანო! ქუთაისს ახსოვს! დინამო კარგ ხელშია! ჯანდაბას პოლიტიკა! სინანულით მაგრამ მაინც სიამაყით ვუქომაგებ მე - ქუთაისელი დინამოს მომავალ წელს ევრო თასებზე! და თქვენც თბილისელებო უქომაგეთ უქომაგეთ ათი კაცი რო დადიხართ სტადიონზე! აგრძნობინეთ რო გიყვართ და გჭირდებათ ეს გუნდი!
ბასკი
13:28 21-12-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული