ვინ მოვიდა, ვინ წავიდა? - არჩილ ბერიძე ბათუმის ახალ ამბებზე საუბრობს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი არჩილ ბერიძე კლუბის საფეხბურთო სკოლასა და სამომავლო ტრანსფერებზე გაზეთ "ლელოსთან" საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- კლუბში რომ მოვედი, საფეხბურთო სკოლაში 250-300 ბავშვი ვარჯიშობდა. ახლა 1500-ზე მეტია და, სიმართლე გითხრათ, ყველა მსურველს ვეღარც ვიღებთ. ბათუმში ფეხბურთის დიდი ბუმია. ამხელა რაოდენობაში გაცილებით მეტი ნიჭიერი გამოჩნდება, ვიდრე 300-ში. წეღან ინფრასტრუქტურა ვახსენე და რომ არ გამომრჩეს, გეტყვით - ბათუმის "დინამოსთვის" მაგარი ბაზა კეთდება, რომელიც "აიაქსის" აკადემიის მსგავსად შენდება. ეს იქნება სრულფასოვანი მოსამზადებელი კომპლექსი, ფიტნესდარბაზით, სარბენი ბილიკებით, აღდგენითი ცენტრით და ყველა იმ
საჭირო სავარჯიშოთი, რაც ფეხბურთელის მოსამზადებლად აუცილებელია. ეს ჩვენი ფიზმომზადების ახალ მწვრთნელს ძალიან მოეწონა.

- ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ვინ არის?
- სერბი სპეციალისტი, რომელიც სერბეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა, ბოლოს კი "ყარაბაღში" იყო. ის 1-ლი იანვრიდან შემოგვიერთდება და გვჯერა, ფიზმომზადების კუთხით მოთამაშეებს საუკეთესოდ მოამზადებს. მისი თქმით, მსგავსი ფიზმომზადების და საფეხბურთო კომპლექსი აზერბაიჯანშიც არ არის.

- ამ დროისთვის ბათუმის "დინამოში" მოსულებისა და გუნდიდან წასულების სრული სია შეგიძლიათ გვითხრათ?
- წავიდნენ ადამაძე, ილურიძე, ჯანელიძე, მეკარე კუჩინსკი... ანუ, ბირთვი შევინარჩუნეთ. დავიმატეთ მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში.

- არადა, თქვით, რომ ვაგნერი აღარ გამოდისო...
- შევთანხმდით და 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელსაც ოფიციალურად ხელი მას შემდეგ მოეწერება, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

- მოლაპარაკება კიდევ ვისთან გაქვთ?
- 2-3 უცხოელის ჩამოყვანა გვსურს და ვნახოთ... ერთი მათგანი ბრაზილიელია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
martla sircxvilia fots,amxela saporto qalaqs erti gundi umaglesshi ar yavdes.mara umagless vigan chivis,liga 3-shi gadavarda.nutu amxela tradiciul,bolos da bolos pirvel qartul gunds vinme patroni ar gamouchnda.
ruslani
01:47 01-01-2020
0
batumia ertaderti gundi romelic caartmevs tbiliss chempionobas da evrotasebzec miagcevs carmatebas, midit bichebo gadauaret tbilisis gundebs, gansakutrebit dinamos, tavisi msajebianad.
KUTAISELI
12:57 31-12-2019
7

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0