"საბურთალო" ახალ მთავარ მწვრთნელს 8 იანვარს წარადგენს

AutoSharing Option
"საბურთალო" 8 იანვარს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს, - იტყობინება კლუბის ვებგვერდი.

კლუბის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია ახალ მთავარ მწვრთნელს "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 14:00 საათზე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" საქართველოს თასის ფინალის შემდეგ დატოვა, სადაც გუნდმა "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა. ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2018 წელს მისი მეთაურობით გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი გია ცეცაძეა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0