თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ და კარიერას სხვა გუნდში ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ინტერს გი და ოგნიენ როლოვიჩი გააგრძელებენ.
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" მადლობას უხდის ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს კლუბში გაწეული სამსახურისთვის და მომავალში მათ წარმატებებს უსურვებს.