თბილისის "საბურთალომ" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

დღეს, 8 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

კლუბმა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე დანიშნა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მოგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელმაც კლუბში 6 წელი იმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ "საბურთალომ" მომავალი სეზონისთვის შეკრებები დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება.

პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ კლუბი სამშობლოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას
ადგილზე გააგრძელებს.

დასკვნით მოსამზადებელ ციკლს გუნდი, 1-14 თებერვლის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს უკეტესი გონიატ? ეს არ იყო რომ უკანასკნელივიტ იფურტხებოდა
jiji
21:09 08-01-2020
1
ეჰ გია არ უნდა გადასულიყავი მანდ, ბინძური მმართველების არის საბურთალო, სირცხვილია მაგათთან ყოფნა.
გიორგი
18:17 08-01-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0