ტარიელ ხეჩიკაშვილი: "არარატთან" წაგებამ ჩვენი იმიჯი შელახა, თუმცა ახალი მწვრთნელის მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა იქნება

AutoSharing Option
8 იანვარს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"საბურთალოს" მწვრთნელად მინდა წარვადგინო ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მიხარია, რომ გია ცეცაძემ სამწვრთნელო კარიერა "საბურთალოში" დაიწყო და ახლა თავის ოჯახში დაბრუნდა. შეთანხმების მიხედვით, მინიმუმ 3 წელი ვითანამშრომლებთ და დარწმუნებული ვარ, ეს "საბურთალოს" განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს.

გიორგი ჭიაბრიშვილს ჩვენთან ყველაზე დიდხანს მოუწია მუშაობა და განსაკუთრებული მადლობა მინდა მას გადავუხადო, თუმცა შრომას არც სხვა მწვრთნელებს ვუკარგავთ.

სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ, თუ წინა წელს რა დავაკელით და რატომ ვერ მოვახერხეთ გულშემატკივართა გახარება. აუცილებლად კრიტიკულნი უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, თუმც აბსოლუტურად მიუღებელია ის გინება, რაც მივიღეთ; ფაქტობრივად, ბულინგის მსხვერპლნი გავხდით. ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში დამატებით ინვესტიციებზე უარი გვეთქვა.

ვაანალიზებთ, რომ ნამდვილი გულშემატკივრის წინაშე ვალში ვართ და ამიტომ ვატარებთ სხვადასხვა რეფორმას. ვიცით, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა შეგვიძლია და სწორედ ეს გახლავთ მწვრთნელების მუშაობის მთავარი ამოცანა და შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმიც ეს იქნება.

რეალურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვისა და სამეულში მოსახვედრად. ისევე გვსურს, როგორც თასისა და სუპერთასის მოგება. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ევროტურნირზე მოხვედრა იქნება.

რეგიონის გუნდებს გულშემატკივრის სახით ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. არ ვაკნინებ "ტორპედოსა" და "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელობის მუშაობას, მაგრამ ამ გუნდების ბოლოდროინდელი წარმატება გულშემატკივრების დიდი დამსახურებაცაა. ამიტომ ეს უპირატესობა როგორმე უნდა დავაბალანსოთ.

მალის და კოხრეიძის საკითხი? ჩვენი ამოცანა ყოველთვის გახლდათ, რომ "საბურთალო"  ფანჯარა ყოფილიყო ფეხბურთელების ევროპაში წასასვლელად. ჩვენი აკადემიიდან წავიდნენ ლაშა დვალი, ვაკო ყაზაიშვილი და წარმატებულად თამაშობენ სხვადასხვა ქვეყანაში. გიორგი ხარაიშვილი ჩვენი გუნდის სული და გული იყო, მაგრამ როდესაც მზად გახდა ევროპაში სათამაშოდ, ხელი არ შეგვიშლია და ახლა ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ და ჩვენს გუნდს აუცილებლად გამოადგება.

თუმცა, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: ფეხბურთელი ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც განვითარდება და სათამაშო დრო მიეცემა. ასეთ შემთხვევაში არავის შევზღუდავთ და ჩვენი გუნდის სიძლიერეც იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელების სრულფასოვანი ჩანაცვლება შეგვიძლია. უმნიშვნელოვანესია აკადემიაში ინვესტირება და ბევრ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ძალიან მაღალია მოთხოვნა და ამდენი ბავშვის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია.

"არარატთან" წაგება და რეაქცია? ობიექტურად რომ ვთქვათ, ევროტურნირებზე პირველი ორი მარცხის შემდეგ სავსე სტადიონმა ოვაციებით გააცილა "საბურთალო". არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ გუნდმა სახლში ზედიზედ სამი თამაში წააგო და სამიდან ორში ტაშის თანხლებით გააცილეს. მესამე კი უკვე ნამეტანი იყო. ამიტომ, ზედმეტი გულშემატკივარს არ უნდა მოვთხოვოთ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არიან ქომაგები, რომელთაც ფეხბურთის ცოდნა და სიყვარული არ დაეწუნებათ. მათ წინაშე ვიხდით ბოდიშს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორით ცხოვრობენ. ერთ-ერთ რეგიონში გვქონდა თამაში და დავინახე, რომ გულშემატკივრები ჩვენდამი ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ვკითხე მოწინააღმდეგე კლუბის ხელმძღვანელობას და გვითხრეს, მაგ თამაშზე ფსონები ჰქონდათ დადებული და ამიტომ არიან ეგრე გაბრაზებულებიო.

პირველ კატეგორიას გული მართლა ძალიან ეტკინა. მე "საბურთალოს" გრძელვადიანი განვითარების კუთხით ვუყურებ და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. "არარატთან" წაგებამ ჩვენი იმიჯი შელახა და ძალიან უკან დაგვხია", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არც საბურთალოზე დამიდია რამე ტოტალიზატორში და არც შენი მჯერა რამე. საბურთალოს როგორც გუნდის გაგონებაც არ მინდა. რაც უფრო მეტს იმართლებ თავს, უფრო რომ აზიზღებ ყველას თავს, ამასაც ვერ ხვდები? "წარმატებული" გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაგექცა და ფეხბურთელების დიდი ნაწილიც მიდის. ესაა შენი დიაგნოზი))
G.LA
09:45 09-01-2020
4
რა შუაშია ბულნგი და დამსხრებელი კრტიკა როცა ფეხბურთელს არ იმტება გუნდ არ აძლირებ და მერე აგებ თამშსს და გამოდიხარ და იძახი რომ ყველა გუშემტკივარის კრიტკა მიღებელია და ზოგის მისღებივო ეს დამსხრებელია როცა რაღაცას აკთებ ისე უნდა გააკეთო რომ გულშემტკივარის ინტრესიც განთვლსწინო და არამარტო გულშემტკვრის ყველა ხედავდა რომ შემდგელობას ჭირდებოდა გაძლირება რაც არ მოხდა ვერ მოხდააა ეს უსმრთლო და ტყვლიაააა არმოხდა და ვსო შინდგორიძე გაუშვით და არვინ დამატეთ 3 მილონი ლარი ჩაგრცხათ უფებ და ჯიბებიი მოთბეთ ესე არ შიძლება სანმ ასეთი ადმინები იქნებიან კლუბების მფლობელები და მილანის გზასსს უყვებიან მანმდე არფერი გვეშვლება
გიორგი
00:53 09-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული