საჩხერეში, "ჩიხურას" აკადემიის ბაზაზე სათადარიგო მოედნის მოწყობა დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, საჩხერეში, საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" აკადემიის ბაზაზე სათადარიგო მოედნის მოწყობა დაიწყო.

"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ძალებით დავიწყეთ "ს.კ. ჩიხურა - აკადემიის" ბაზაზე სათადარიგო საფეხბურთო მოედნის მოწყობა!

მოედანზე თანამედროვე ხელოვნური საფარი დაიგება და სავარჯიშო კედლები მოეწყობა!

მოედნის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება!" - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, საჩხერული კლუბი ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის შეხვედრებს ივანწმინდას ნაცვლად საჩხერეში, ახლად გარემონტებულ სტადიონზე ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე საჩხერეში ამდენ ხანს კი უნდა აშენებულიყო 5.000 პატარა კოხტა სტადიონი.
კახა ქ.
23:21 12-01-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
4
2
2
0
4
8
4
1
3
0
2
6
4
0
1
3
-5
1