წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ქართული სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ ტრაგიკომედიურია, ყველაფერი ყოველ წელს ისევ ისე ხდება, როგორც წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი იქნება თუ ზაფხული, ჩარხი მხოლოდ ერთი მიმართულებით ტრიალებს.

გულშემატკივარიც კი შეეგუა ამ ფაქტს, რადგან არაფერი საინტერესო ამაში არ არის და არც ეს ყველაფერია იმედის მომცემი.

დავიწყოთ იმით, რომ ეროვნულ ლიგას ტოვებს ყველა ფეხბურთელი, ვისაც ამის საშუალება მიეცემა. საუკეთესო მეგოლე ლევან კუტალია "ირტიშში", საუკეთესო მეპასე ალვინ ფორტესი "კაის
არში",  გამორჩეული ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო სამხრეთ კორეის მეორე ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდში.

ეს მარტო უფულობის ბრალი არ არის, ამ ფეხბურთელების თვალში ეროვნული ლიგის დონე სასაცილოა და ვერც გაამტყუნებ. ასეთი წასვლები კი ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ხდება.

თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებსაც აქედან წასვლა ნამდვილად ეკუთვნით, რადგან შეუძლიათ მომავალში რაიმეს მიაღწიონ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მენეჯერებს ისეთ კლუბებში მიჰყავთ, რომ ბევრი მარად პერსპექტიული რჩება.

ჩვენ ვიცით! რომ ისინი დაბრუნდებიან!
მაგრამ მარტო ეროვნული ლიგიდან არ მიდიან, ჩვენი გამორჩეული ლეგიონერები ბრუნდებიან კიდეც, რომლებიც ევროპის სხვადასხვა "ჭ" კლასის გუნდებშიც კი დაიწუნეს, უკეთესი შეთავაზებაც არ აქვს და მორიგ ევროტურნირებისთვის გამზადებულ გუნდს აძლიერებენ. მათი დაბრუნება "ურა პატრიოტიზმი" არ არის, სხვა გზის უქონლობაა და ისევ წავლენ ეროვნული ლიგიდან როგორც კი ამისი შესაძლებლობა მიეცემათ.

ეროვნული ლიგის კარუსელებიც არ გვიკვირს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ტობოგანია გაკეთებული "ტორპედო" თბილისის "დინამოს" შორის. ისეთი, რომ საფიჩხიადან დიღომში სულ პანტა-პუნტით სცვივა ფეხბურთელები. ბევრს თუ იფიქრებთ თავი შეიძლება გეტკინოთ, თუ რატომ უნდა იყიდოს გუნდმა მასშტაბურად მეორე გუნდი, რომელსაც რაიმე შედეგს ევროტურნირების თვალსაზრისით არ მიუღწევია?

ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელთა უმრავლესობას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან, ეს ფეხბურთელები ხშირად ვერ მიდიან უცხოეთში და ქალაქს იცვლიან, მოძრაობენ ერთი წყალღაწებული გუნდიდან მეორეში და ჰაერის გამოცვლას მაინც ახერხებენ.

თუმცა ეროვნულ ლიგაში წარმატებული უცხოელი ფეხბურთელებიც ჩამოჰყავთ. ფეხბურთელი, რომელიც პატარაობაში ლონდონის "არსენალში" სინჯებზე იყო, 4 წლის წინ ნაკრებში თამაშობდა, 6 თვე ფეხბურთი არ უთამაშია, ბოლო ორ წელიწადში ერთი წელიწადი უგუნდოდ იყო და საქართველოში ჩამოვიდა.

როდესაც წარმატებულ ფეხბურთელს უწოდებთ, რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ ასეთ მაგარ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე? რატომ არ აქვს საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესი შემოთავაზება?

ან ახალგაზრდები, რომლებსაც ტოპ-გუნდები აკვირდებიან ან "ნეიმარის ძმაკაცია", მაგრამ საქართველოში მოდიან. გულშემატკივარი ამაზე არ ტყუვდება და თავს რატომ იტყუებთ? ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ "ვაი მენეჯერებს" რომლებიც სეზონიდან სეზონამდე გუნდებს იცვლიან, თავის მოტყუების საშუალებას აძლევთ. ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული კლუბის პრობლემა, ასეთი ლეგიონერები უკვე იმდენი ვნახეთ და მათგან მხოლოდ დახასიათება რჩება.

გვყავს საჩხერის "ჩიხურასნაირი" კლუბებიც, ერთგული მწვრთნელითა და ორი ერთგული ფეხბურთელით, იმერული კლუბი სხვა გუნდების დაკომპლექტებას ელოდება, რადგან რაც დარჩება თავისუფალი აგენტები დაბალი ხელფასის პირობებში თვითონ დაიმატონ.

და ვართ ასე ბედნიერად წლიდან წლამდე, არაფერი იცვლება...

alt"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა

altმიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ


მკითხველის კომენტარები / 19 /
რა მაინტერესებს იცით,ძალიან ცუდია ტორპედოს ამბავი,მაგრამ რა ქნან ფეხბურთელებმა რეალს და.ბარსელონას ესენი არ მიყავთ და ვინც დაუძახა იმასთან წავიდნენ დაიშალა გუნდი და რა ექნათ,აფერისტებს კი არ უნდა გადასცე გუნდი მმართველობაში,რას უყურებდა მერია რატომ გადასცა გუნდი კაცს რომელმაც დაშალა მერე,რატომ არ შეისწავლა ყველაფერი კარგად,დოლიაში იყვნენ და მიტომ ბატონო,არადა რა მაგარი გულშემატკივარი ჰყავს ტორპედოს,ესაა საქმე?
გოჩა
17 იანვარი 2020 21:44
0
სად ტორპედო და სად საფიჩხია, რადგან ქუთაისშია? ))
kote
12 იანვარი 2020 23:36
0
მთლად ასეც არაა საქმე ყველა წამყვანმა გუნდებმმა შეინარჩუნეს ლიდერები მაგალითად: ნინუა, მალი, კოხრეიძე, ჯოვინო და კიდევ ბევრი წასულებიც გაცილებით ცოტა იყო ვიდრე შარშან ბატუმის დინამო კი სერიოზულად ძლიერდება მართლაც კარგი ფეხბურთელებით საბურთალომ თავისი აღზრდილები შეინარჩუნა ლოკომაც შეინარჩუნა ბირთვი ტორპედოს ამბავი ცუდია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგივე განმეორდება რადგან თბილისის, ბათუმის დინამოს, საბურთალოს, ლოკომოტივს, დილას ძალიან კარგი მენეჯმენტი აქვთ და პროგრესის გზაზე მდგარი სტაბილური გუნდებია ამას ვერავინ უარყოფს ერთადერთი რაც არ მომწონს ტორპედოს ფეხბურთელების დინამოში გადასვლაა რაც არ უხდება ფეხბურთს მარტო წუწუნი და ლანძღვა არაფერს გვარგებს მე დარწმუნებული ვარ რომ ევროთასებზე შედეგს დადებენ ამის საბაბი გვაქვს
ბჰლზდკ
12 იანვარი 2020 20:22
0
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ იმაში რომ ირონიული ტონით წერ ფეხბურთელბზე, მაგაში ვერ დაგეთანხმები და იცი რატომ, იმიტომ რომ შენც ამ ჩვეულებრივი ვებ.გვერდის ჟურნალისტი ხარ, რომელსაც დავუშვათ შემოთავზება რომ გქონდეს უცხოური ანალოგიური ვებ.გვერიდიდან სადაც 10მაგ ხელფასს შემოგთავზებენ, დარწმუნებული ვარ გადახვალ, ისე რომ უკან აც არ მოიხედავ და დავუშვათ მოხდა ისე, ვერ გაამართლე, მოგიწიოს უკან დაბრუნება და ისევ სპორტალზე წერა, რა ვქნათ მერე გლანძღოთ და "ჭ" დონის ვებ.გვერდზეც ვერ გაამართლა და იგივე დონის მწრელობა დაგაბრალოთ ? მოკლედ არაა მართალი ეგ ამბავი. ჩემი აზრით, ჯობია მიხვიდე გუნდებთან, აი იგივე ევროთასებზე გასულებთან,ყველა საინტერესოა, მაგრამ მაინც განსაკუთრებით საბურთალო და ლოკომოტივია საინტერესო და კითხო რას აპირებენ და ეგ გადმოგვცე გულშემატკივარს. მადლობა დიდი, იმედია გამოაქვეყნებ ;)
DAVE
11 იანვარი 2020 22:37
1
ყოჩაღ ავტორო. თვალის დახუჭვა და თავია მოტყუება არ წაგვადგება და რაცაა რეალობა უნდა ითქვას.
გოგა
11 იანვარი 2020 19:30
3
მართლა კარგი წერილია, უბრალოდ ბევრი რამე კიდევ შეიძლება დაიწეროს,სახელმწიფო დაფინანსება რომ არი და თებერვალში უკვე გუნდებს ფული აღარ აქვთ და თამაშები თუ მოიგეს პრემიებიდან აძლევენ ხელფასს. კიდე ბევრი რამე ჩვენი უტვინო ფედერაციის ხელში მომკითხავი რომ არავინ ჰყავს.გამოვლენ და ქართველ ხალხს ატყუებენ სტადიონებს ვაკეთებთ და წინ მიდის ჩვენი ფეხბურთიო.
დინამო
11 იანვარი 2020 19:15
6
გახსოვთ,ჟორდანია,რას ამბობდა მთელი საქართველო?მერე ახალკაცი უმცროსი,რას ამბობდნენ მასზე? რეზი არველაძეზე რას ლაპარაკობდნენ და ასე შემდეგ,ახლა კო
დავიდუსი
11 იანვარი 2020 19:10
1
ბრავო ავტორს!
ჯონი
11 იანვარი 2020 19:00
1
გადამრევთ თქვენ, მთავარია ფიფიამ და ხეჩიკაშვილმა ფული იშოვოს და რა ფეხბურთი რის ფეხბურთი არ გრცხვენიათ?? ისადა ტორპედოს მფლობელმა ზაალმა ხო ააყვავა, ვერ მოტეხა ძმამ ფული და მოხია? სანამ ეს ფედერაცია იქნება და ეგ წურბელები ვისაც გუნდები ჰყავს ხეჩიკაშვილით დაწყებული ფიფიათი დამთავრებული მანამდე ქართულ ფეხბურთს არ ეშველება არასოდეს.
გიორგი
11 იანვარი 2020 18:56
6
გულშემატკივარი ფეხბურთში არ გვყავს და კარგია, რომ გამოჩნდნენ ''ხალხის ფულის'' დახარჯვაზე გულშემატკივარნი. ვაი ჩვენს პატრონს.
გიზოგ
13 იანვარი 2020 12:36
0
არავის საქმეში არ ვერევი, ვფიქრობ ჩვენი ფული იხარჯება სახელმწიფო პროგრამით და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რას მეუბნებით მილიონებით ეხმარება სახელმწიფო ზუსტად ფიფიასაც და ხეჩიკაშვილსაც და შედეგი არის 0. ახალგაზრდებს ხო მომავალს უნგრევენ, ობიექტურად იაზროვნეთ ობიექტურად. ფულის მონები კი არა პროფესიონალი სამშობლოზე და ფეხბურთზე შეყვარებული ხახლი სჭირდება დღეს როგორც ფედერაციას ისე ადგილობრივ გუნდებს. 30 წელია ლოდინით დაგვაწყდა ნერვები ყოველ ზაფხულს ხო ველოდებით შესარჩევებს ევროპალიგის თუ ჩემპიონთალიგის ესენი კიდე ყომარობენ. რეებს მელაპარაკებით?? ხალხის ფული იხარჯება ხალხის!!!
გიორგი
11 იანვარი 2020 21:19
3
ყველა გამოხმაურება
იმაზე რატომ არ წერთ მორიგ ბლეფს რომ გვტენიან ტორპედოში "იტალიელები" შემიდიანო..
გელა ნუგზარაშვილი
11 იანვარი 2020 18:08
1

სიახლეები პოპულარული