"ჩიხურას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მიშიკო სარდალიშვილი კარიერას ეროვნული ლიგის დებიუტანტში, თბილისის "მერანში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"უმაღლესი ლიგის დებიუტანტის პირველი ახალწვეული - მიშიკო სარდალიშვილია. 27 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში სარდალიშვილი საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა, სადაც 34 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თბილისის "მერანი" აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს. მზადების პირველ ეტაპს გუნდი თბილისში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს".