2020 წლის ეროვნული ლიგის მატჩების განრიგი უკვე გაირკვა. გთავაზობთ ცხრილს, თუ რომელი გუნდი რომელ სტადიონზე ითამაშებს. 2020 წლის ეროვნულ ლიგაში 4 კლუბი დედაქალაქში იასპარეზებს, 6 გუნდი რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი.
- თბილისის "დინამო" - თბილისი. "დინამო არენა".
- ბათუმის "დინამო"- ბათუმი. საწყის ეტაპზე ითამაშებს ანგისაზე მდებარე კლუბის ბაზაზე. როგორც კი ბათუმის მთავარი სტადიონის მშენებლობა დასრულდება, გადაინაცვლებს ახალ არენაზე.
- საბურთალო - თბილისი. "მიხეილ მესხის სტადიონი".
- ლოკომოტივი - თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
- ჩიხურა - საჩხერე. საჩხერის ცენტრალური სტადიონი.
- დილა - გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
- ტორპედო - ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. თუ ადგილობრივი სტადიონი არ იქნება შესაბამის მდგომარეობაში, ითამაშებს წყალტუბოს სტადიონზე.
- თბილისის "მერანი"- თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
- სამტრედია - სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
- თელავი - თელავი. თელავის სარაგბო სტადიონი.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის კალენდარს, ტურნირს მოქმედი ჩემპიონს, თბილისის "დინამოსა" და სეზონის დებიუტანტ "თელავს" შორის მატჩი გახსნის.
ეროვნული ლიგა. I ტური
29 თებერვალი
დინამო (თბ)-თელავი 17:00
დინამო (ბთ)-მერანი (თბ) 19:00
1-ლი მარტი
საბურთალო-ჩიხურა 15:00
ტორპედო-დილა 17:00
ლოკომოტივი-სამტრედია 19:00
შენ კი რას ჯინიანობ, ქართულად ბეჭდე, რთული საკითხავია, თან ყველა ასო ერთი ზომის რომ არის. თუ არ იცი, ვინმე ქართულ შრიფტს ჩაგიტვირთავს, არ არის რთული.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ახალ წელს, უფალი გვფარავდეს. განსაკუთრებით ბედნიერი გაზაფხული-ზაფხული გვქონოდეს!