12 წლის შემდეგ - სოსო ფრუიძემ საჩხერის "ჩიხურა" დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" "ფეისბუქგვერდის" ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 12-წლიანი მუშაობის შემდეგ სოსო ფრუიძემ დატოვა.

საჩხერელთა ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საჩხერის "ჩიხურას" დღეიდან ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი ვლადიმერ ზაბახიძე იქნება. ვახტანგმა და ვლადიმერმა რამდენიმე დღის წინ უმაღლესი სამწვრთნელო PRO-ლიცენზია მოიპოვეს.

საჩხერის "ჩიხურამ" სოსო ფრუიძესთან ერთად 2013 წელს ქვეყნის სუპერთასი, ხოლო 2017 წელს საქართველოს თასი მოიპოვა. 2011 წლიდან მისი ხელმძღვანელობით "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ყველაზე დაბალი პოზიცია იმერული კლუბისთვის მე-5 ადგილი იყო. კლუბმა ევროსაგზური 6-ჯერ მოიპოვა.

საჩხერის "ჩიხურამ"
სოსო ფრუიძეს მადლობა გადაუხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ფრუიძე სამწვრთნელო კარიერაში შესვენებას იღებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედოში დაინიშნება
ქუთაისელი
09:22 17-01-2020
0
ხო ბერამ იყიდა და ანჩელოტი მოყავს
ზორბეგი
21:04 16-01-2020
7

სიახლეები პოპულარული