თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა - გუნდში საკადრო ცვლილებებია

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, - იტყობინება საქართველოს ჩემპიონი "ფეისბუქის" მეშვეობით:

"დღეს დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და დაბინავდა.

ადგილზე მზიანი ამინდია. გუნდი დაისვენებს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს. დინამოელები 18 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან.

დედაქალაქელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მაკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ
ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, თამაზ ბაბუნაძე, თორნიკე ახვლედიანი (სინჯებზე), დავით მუჯირი (სინჯებზე).

არფან დაფე გუნდს ორიოდე დღეში შეუერთდება, კვამე კარიკარი ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს დროებით გამოეთიშა, ხოლო ოლექსანდრ კაპლიენკომ გუნდი დატოვა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ელვა გადამალეთ,ბარსას სკაუტებმა არ ნახონ...თქვენს პატრონს
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
16:47 17-01-2020
10
აუ რა სატავია ვარსკვლავტცვენაა ვაი ტკვენ პატრონს კვასხვადზე არ გაგიცივდეტ მოუარეტ
LEKSO KUTAISI
15:33 17-01-2020
11

სიახლეები პოპულარული