"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს

AutoSharing Option
azerifootball.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საბურთალოს" თავდამსხმელი გიორგი გაბედავა "საბაჰს" ანტალიაში შეკრებაზე შეუერთდება და შეიძლება კარიერა ამ გუნდში გააგრძელოს. ეს ინფორმაცია "საბურთალომ" უარყო.

"დღეს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი გაბედავა თურქულ შეკრებაზე "საბაჰს" შეუერთდა. შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ქართულმა ვებგვერდმაც გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"საბურთალო" ახლა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული და გიორგი გაბედავაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს", - წერს "საბურთალო" "ფეისბუქის" გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული