"ტორპედოს" 2 დღე დარჩა - ქუთაისის მერის თქმით, იტალიელებთან რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი

AutoSharing Option
ქალაქ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია "რიონთან" გაკეთებულ კომენტარში "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ველოდებით ჩვენც, გრძელდება მოლაპარაკებები. სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი და შეჯერების შემთხვევაში იტალიელები მზად არიან, გადაიბარონ "ტორპედო" და ჩადონ ინვესტიციები ჩვენს გუნდსა და მის განვითარებაში.

იყვნენ ჩამოსულები, გავაცანით ჩვენი პირობები, ასევე გავეცანით მათ პირობებს. ახლა უკვე ვმუშაობთ და ველოდებით, რა როგორ დასრულდება. ყველას სურვილია, "ტორპედოს" საკითხი დადებითად გადაწყდეს. ამიტომ, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ისე მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურს ვაკეთებთ აღნიშნული საკითხის სასურველად გადასაჭრელად.
კონკრეტული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, "ტორპედოს" დავალიანების გასასტუმრებლად ვადა 26 იანვრამდე აქვს. ვალის არგადახდის შემთხვევაში ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგას დატოვებს. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად "ტორპედოს" 2 დღე აქვს დარჩენილი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ras elodebit tbilisis mtavroba, daavalet kutaisis merias gadaarchinos torpedo, kvelam icis ro tbilisis gareche arapeli ar gadackdeba, torpedo kutaisistvis marto sporti araa gaiget es kvelam, gundma charchandel sezonchi bevri icvala da bevrjer mogvatkues kutaiseli gulchematkivari, nu gaciravt torpedos 4 ligistvis tore es ambavi ase cknarad ar chaivlis , ara mgoniaa mtavrobas am archevnebis cin ackobdes kutaisis ganackeneba, tore torpedo ro kutaiseli gulchematkivris garda kvelas pexebze kidia kvela xedavs.
x
23 იანვარი 2020 14:33
20
X გამოტყდი და თქვი რო ჩაჩავა ხარ. ადრე KUTAISELIt წერდი ხოლმე.ჩაჩავა ხარ შენ გაიშიფრე უკვე!!!
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
23 იანვარი 2020 16:07
5
მერია ფულის მოტეხვას ჩალიჩობს
korufcia
24 იანვარი 2020 13:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული