თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში კრაკოვის "ვისლას" დაუზავდა (1:1), რომელიც პოლონეთის 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-15 ადგილზეა.
ანგარიში მე-2 წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე საპასუხო გოლი მისმა თანამემამულემ, ცენტრალურმა მცველმა ჰებერტმა გაიტანა.
"დინამო" (სასტარტო): ალავიძე, კობახიძე, მელიავა, ობოაბონა, ნავალოვსკი, ჯიღაური, ცინცაძე, მანჯგალაძე, ვაგნერი, ფლამარიონი, დვალიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ლევჩენკო, გეგეჭკორი, გაგოშიძე, ჩალაძე, ფაცაცია, თევდორაძე, მამუჩაშვილი, გაფრინდაშვილი, წიქარიძე, ვინისიუს სოუზა
29 იანვარს ბათუმის "დინამო" სერბულ "რადნიჩკის" შეხვდება.