ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
კარგი ამბავია, მაგრამ ეს შავი დროშა რა პონტია, მეკობრეები არიან? ან ქართულს რას ერჩით? გაგიჟდები კაცი, ყველას ყველაფერი როგორ კიდია
Giorgi Gorgadze
31 იანვარი 2020 15:34
0
ისე, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ ააქვს, მაგრამ საფეხბურთო კლუბის დროშა მეკობრეთა დროშის სტილში და ტრაურის ფერებში ცოტა მეტისმეტი ხომ არ არის?
!!!!!
29 იანვარი 2020 15:14
0
ბოლო ბოლო სიმართლე თქვით რახდება ტორბედოში
კახა
28 იანვარი 2020 22:22
0
დაწყნარდით, ჯერ არავის არაფერი გადასცემია და მგონი არც გადაეცემა, რადგან ისინი ან არაფრის გამკეთებელი არიან და ვერ ამტკიცებენ რომ ფული აქვთ, ან პირიქით სკურპულოზურად უდგებიან ყველაფერს და არ აპირებენ გორის დილასნაირად გააკეთონ...ორივე შემთხვევაში კლუბის გასხვისების შანსი ამ იტალიელზე სულ უფრო და უფრო მცირე რჩება!
Jango
28 იანვარი 2020 15:31
3
იმ ერთი ადგილის მართლა მალამოები ხართ მთელი ცხოვრება
მალამოებოოო
28 იანვარი 2020 14:32
1
საბჭოთა ნაკრების ხერხემალიო ხალხო...თქვენს ფანტაზიას მართლა არა ჰქონია საზღვარი.
აბა დუნეეს?
28 იანვარი 2020 14:30
3
დიახ საბჭოთა ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ: დიდი რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია. რამაზ ურუშაძე. კოსტავა, სულაქველიძე, შენგელია და კიდევ სხვები. და ამით მთელი საქართველო ვამაყობდით.
გიზოგ
28 იანვარი 2020 15:34
1
საქართველოს ჩემპიონატისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტორპედოსნაირი ტრადიციების გუნდის არსებობა და გათამაშებაში მონაწილეობა და შესაბამისად, სასიხარულოა რომ მოხერხდა ამ გუნდის შენარჩუნება. იმედია გულშემატკივართა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები და კლუბის განვითარების ბიზნეს გეგმა რეალისტურია და ალაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალი ადამიანების გამო იგივე არ განმეორდება არც ტორპედოში და არც სხვა გუნდში. ყიველივეს პრევენცია შეიძლება იყოს ის, რომ რაც ტორპედოში მოხდა კარგად უნდა იყოს გამოძიებული და ვინც დამნაშავეა აუცილებლად დაუსაჯოს რათა მომავლში სხვას არ დაებადოს სურვილი, განზრახ ან უნებლიედ აზარალოს ნებისმიერი კლუბი!!!
!
28 იანვარი 2020 14:18
2
ბევრს აეწვა ერთი ადგილი ტორპედოს პერსპექტივის ხილვა არ ესიამოვნათ მარა ეს კლუბი თქვენი ტანჯვამწამებელი მაგ ერთ ადგილს რბილი მალამოთი კიდევ მრავალჯერ "დაგიამებთ" და ეხლა კიდევ უფრო ძლიერად სიღრმისეულად როგორც მანამდე გინადგურებდათ მისი წარმატებებით თქვენ ნერვულ სტრესს ბოღმიანი ისტერიკების მჯღაბნელებო
Nastradamus
28 იანვარი 2020 14:02
11
უბრრალო,მართლა გამრჯე ხალხზე ბრძენი ვერცერთი ანაზღაურებადი ანალიტიკოსი,პოლიტოლოგი თუ სახელმწიფო მოხელენი, ამ "უბრალო ხალხის" მსახურნი, ვერას დროს, ახლოსაც ვერ მოვლენ. ვინ არიან, რა არიან? ეს ინვესტორები! დაისვა კითხვა ის კი არა ჩვენი ვაი ანალიტიკოსები დღემდე ვერ გარკვეულან ვის ინტერესებში "მოქმედებენ* და ვისი ფინსნსური ფრთაა ზეგავლენის შესაქმნელად, სხვა და სხვა ქვეყნებში ეგრრეთწოდებული ვითომ ოლიგარრქები აბრამოვიჩები,ვექსელბერგები, პროხოროვები, ალექპეროვები.... ჩელსების ,ბრუკლინ ნეთსების,არსენალების, გენტების და სხვა ძვირად ღირებული კლასტერების, გუნდების ,სტრუქტრიანად, ვითომ მფლობელები. და ვინ არის ნამვილი მფლობელი, ვისი საგარეო სამსახირები "მოღვაწეობენ" და ვის მიერ არიან დანიშნული ვითომ მწვრთნელები სლუცკები .... და სხვა " ფეხბურთის პროფესიონალები" ...და სხვის წისქვილზე რომ ასხავენ წყალს ,ჩვენი, ვითომ სელექცონერები - მენეჯერ- ბოზნესმენები,მათთვის გადმოგდებული მცირედის საფასურად და მათსავე სათაგურში თავამოსაყოფად შეგნებულად თუ შეუგნებლად. და ერთი და იგივე გუნდებში რომ მიდიან ქართველი ნიჭიერი ბიჭები, იშვიათი გამონაკლისებით. შემდგომში რიგით სპორტმენებად დაქვეითებულები.... ერთის სიტყვით ორიოდე ჭუჭყიანი კაპიკის შოვნიზა... ქვეყნის ინტერესბს ფეხქვეშ თელავენ ?ზოგზოგნი ..ხალხის სულ ერთ ადბილზე, ნუთუ მართლა არ გვესმის?.. ან ა გვესმის ან ...!ეე ჟურნალისტებო? ქართველნო ვინ ვართ და რა გვსურს ჩვენი მომავალი თაობებისთვის?....
კამფუსიდან
28 იანვარი 2020 13:18
6
ჩაჩავას და ბევრი სხვის შემხედვარე სიხარული ნაადრევად მიმაჩნია თუმცა რო დარჩა ეროვნულ ლიგაში მაინც კარგია ვნახოთ აღდგომა და ხვალეო
კაპიტანი
28 იანვარი 2020 12:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული