გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედო" იტალიელი ფაბიო მანინის მფლობელობაში გადავიდა.

SPORTALL.GE-მ ინფორმაცია ქუთაისის მერიის პრესსამსახურთან გადაამოწმა. როგორც მათ განგვიცხადეს, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" დავალიანებებს ვერ გაისტუმრებს, მას ლიცენზიის ჩამორთმევა და მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!




მკითხველის კომენტარები / 16 /
ასჯერ დავწრეთ კომენტარებში არაერთმა გულშემატკივარმა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო. საპასუხოდ მხოლოდ დისლაიქებს და აგრესიას ვიღებდით, რომ თურმე ყველაფერი მართალია და ჩვენ ვაფრენდით..მაგრამ ახლა ხომ ხვდებით, რომ ზღაპრების გვიყვებიან?
რომელ ნორმალურ ევროპელს ენდომება საქართელოში (და თან კიდევ ქუთაისში ) ფულის ჩადება? საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები? რა იტალია, რა ფრანკფურტის აინტრახტი, ხალხნო, აზრზე მოვიდეთ და რეალურად შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი ჟურნალისტების მიკვირს ამდენ ზღაპარს რომ იჯერებენ და რეალობად გვასაღებენ.
გელა ნუგზარაშვილი
28 იანვარი 2020 15:59
5
ისე ეს შავი დროშა ქურდული ამბავია სიმონ?
გიორგი ერისთავი
28 იანვარი 2020 17:46
3
არა ძმა რა ქურდული ამბავი სიმონ. ეს დავალიანება სიმონ როგორ დაუგროვდათ, პროსტა სიმონ ობშიაკს კრიბავდნენ ზონაზე გასაგზავნად და რაცხა ორი კაპიკი დეედოთ ვალი და მაი სიმონ რა პრობლემაა :)
ქუთეისი
28 იანვარი 2020 18:06
5
"ვიცი, ვიცი. მალე დაწერთ, ისევ ტყუილი გამოდგაო".
zurab
გამოხმაურება
28 იანვარი 2020 10:12

აი ეს კომენტარი რომ ვნახე წინა სტატიაზე (სადაც დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს "ტორპედო"-ს ვითომდა გადარჩენა), მეც იგივე გავიფიქრე. "აბსურდის თეატრში" გვიწევს ცხოვრება და როდემდე უნდა იყოს ეს არაპროფესიონალიზმი?! რა მოიგო ახლა იმ ჭორის მომგონებელმა?! უფრო მეტი იმედგაცრუება შემოიტანა მხოლოდ. ეეჰ, რა ვიცი, რა ვიცი ...
სიმართლე
28 იანვარი 2020 15:25
2
ნაწილ ნაწილ ყიდულობენ?თუ ნაწულ ნაწილ ვარდება რა დაგვაწყვტეთ ნერვები.არ დაწეროთ მაინც სანამ თავდ არ გააკეთებენ განცხადებას მყიდველები
mosexoneli
28 იანვარი 2020 17:15
1
კომენტარებსაც ბლოკაავთ!? რა გჭირთ ტო!?!?!?!?!!!? ( რახან ქუთაისური აქცენტით არ დავწერე მაგიტომ დამიბლოკეეთ? თუ ტორპედოზე ვთქვი ცუდი რამე? მემგონი სიმართლე დავწერე და მაგიტო დაიბლოკა. ნუ გვაბოლებთ ხალხს !!!! დაჯეე 100-ჯერ მაინც მოგიწოდეთ რო დეზიმფორმაციების და დაუზუსტებული ინფორმაციების წერას შეეშვით! / თორე თქვენი ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ ჩვენი ფეხბურთელები დღეს ბარსელონაში, რომაში, ლესტერში, ბაირნში და კიდევ ვინ იცის სად უნდა იყვნენ, ეგ კი არაა წესით ტორპედოს დღეს ორი პატრონი ყავს და მემგონი აინტახტი და ვიღაც ჩელენტანო ვერ იყოფენ ამ გუნდს,/ ჩვენ კიდე ვდგევართ და პირდაღებულები და გისმენთ!!! ერათი ჯანმრთელი ჟურნალუსტი რა გახდა ? , რო გაგვირკვიოს, ტორპედოზე რა ხდება ბოლოსდაბოლოს!!!! სახელმწიფოს კიდე ძალიან მაგრად რო ახატია მთელი ჩვენი ქართული ფეხბურთი თავის ჩემპიონატიანად მაგაში უკვე დარწმუნებული ვარ!! ამ ყველაფრის შემყურემ თავი კი უნდა მოიკლაა , მარააა, ცოდვააააოოოო!!!! .......,,,,........
Vasili
28 იანვარი 2020 21:07
5
არჩევნების გამო რაზე არ მიდიან. არავის არ აპატიებდნენ ამდენს, მაგრამ რახან ტორპედოა და ფანები იხმაურებენ და ქუთაისში ხმებს კარგავენ, ფედერაცია არ იღებს აგდაწყვეტილებას. იგივე შემთხვევაში კი სხვების მიმართ დანდობა არ აქვთ
რემზი
28 იანვარი 2020 15:26
23
ნორმალური ქართველი გულშემატკივრისათვის,ტორპედო არასოდეს იქნება რიგითი გუნდი.მათი ფანკლუბის მიმართ,დიდი საყვდურების თქმა შემიძლია და მითქვამს კიდეც,ხშირად ძალიან თავაშვებული საქციელის გამო,მაგრამ ის ხომ ნაღდია,რომ ყველაზე თავდადებული გულშემატკივრებიც სწორედ ეგენი არიან და ახლა მთლიანად მათ მხარეზე ვარ.არ შეიძლება ასე ჭორებით ხალხის გამოკვება და დროის გაყვანა.თუ არ გაქვთ ნაღდი ინფორმაცია,ნუ სწერთ რაღაც სისულელეებს და კიდევ უფრო აგიჟებთ ხალხს.მეორე მხრივ,დასავლეთ საქართველოში,უკვე იმდენი კლუბი გააჩანაგეს და დაშალეს,რომ ცხადია,რაღაც სქემაა შემუშავებული და ვიღაცეები ჯიბეებს ისქელებენ სახელმწიფოს ფულით.თუ სახელმწიფოს არ ვაიძულებთ სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი,ტორპედოზეც არ გაჩერდებიან და კიდევ მრავალ მილიონს გადატუმბავენ მავან,მავანნი საკუთარ ჯიბეში.დასავლეთ საქართველოს უკვე რამდენი სახელიანი გუნდი გაუყენეს მოუსავლეთის ,ან მეორე,მესამე ლიგის გზას და მადა არ აკლდებათ,აი ქართულ ფეხბურთს კი ნამდვილად აკლდება ლაზათი და წინსვლის პერსპექტივა.
სოსო
28 იანვარი 2020 18:37
3
დღეს 3-ჯერ დავდე კომენტარი ტორპედოს „გადარჩენის“ სტატიაზე. ერთი სურვილით, რომ სიმართლე ყოფილიყო. მაგრამ, ყველაზე ცუდი ახდა. ვაპირებ ჩამოვაყალივო რამე ორგანიზაცია, რომ რაიმე ოფიციალყრი სტატუსი ქონდეს. მიზამი მხოლოდ და მხოლოდ ერთია! ტორპედო? რა შუაშია ტორპედო?! მისი დაღუპვით ქართული ფეხბურთი იღუპება. მიზანია: მოვითხოვოთ აუდიტი ტორპედოში, ზუგდიდში. დაბდამნაშავენი ხიხეში!!! ამნისტიის გარეშე!!!
Alexandre
28 იანვარი 2020 21:57
0
სურვილი და რეალობა ერთმანეთში გვერევა! მერიას თავად უნდა დარჩეს გარკვეული მოგება ამ საქმიდან, ვითომ რაღაცას მიტო აქტიურობს, თორე ტორპედო საერთოდ არ ადარდებს! ინვესტორი რეალურად არ არსებობს, არავინ მოსულა ტორპედოში და არავინ იცის მერია და მანინის კომპანია რას აპირებს! ვინმე ჟურნალისტიც კი არ დაინტერესებულა! არ შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება? თბილისში არსებულ ტელე რადიო საგაზეთო ჟურნალისტებს მეტი აქვთ რესურსიც და გამოცდილებაც! ნუთუ ქუთაისის გარეთ არავის ადარდებს ეს ამბავი?!
ბასკი
29 იანვარი 2020 10:56
0
რა გვეშველება ამ საცოდავ გულშემატკივრებს, ვინაა ჩვენი პატრონი!
ჭუმიკა
28 იანვარი 2020 22:21
0
მერე მერიამ რაღა ჭამოს იტალიელებს,რო გადასცეს კლუბი?!
ასევე
29 იანვარი 2020 00:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული