თბილისის "დინამომ" შეკრებაზე მესამე მატჩიც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" მესამე საკონტროლო მატჩში კრაკოვის "ვისლასთან" 2:3 დამარცხდა, რომელიც 25 იანვარს ბათუმის "დინამოს" დაუზავდა (1:1).

მე-60 წუთზე პოლონური გუნდი ბუკსამ დააწინაურა. 66-ე წუთზე პენალტი კაპანაძემ მოიპოვა და თავადვე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. 71-ე წუთზე პენალტი უკვე ჩვენი გუნდის კარში დაინიშნა და გამოცდილმა ნახევარმცველმა ბლაშიკოვსკიმ, რომელიც ადრე "ვოლფსბურგისა" და "დორტმუნდის" ღირსებას იცავდა, "კრაკოვია" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე მექვაბიშვილმა თავურით თანაფარდობა აღადგინა. დროებით. 90-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ჰებერტს ხელი არავინ არ შეუშალა და თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი,
ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური, პაპავა, ნინუა, ქარდავა, კუხიანიძე, ქიმაძე, მჭედლიძე

მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, იაშვილი, სანდოხაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, კუცია, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, კაპანაძე, ბუღრიძე, ახვლედიანი

შეგახსენებთ, აქამდე შეკრებაზე "დინამო" რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3) და ბულგარეთის "არდასთან" (2:3) დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ სულით და გულით მინდა რომ ტორპედოც იყოს ძლიერი და არ ქონდეს პრობლემები. და რა შუაშია აქ დინამო და ცოდვები. იმას მოკითხეთ ვინც პრობლემები შეუქმნა ტორპედოს . აქ ყველა ერთნი ვართ და არავის უხარია რომელიმე კლუბის პრობლემები
2
ყოჩაღ. ასეთ მეტოქებთან სამივე თქმაში რო წაგო მაგასაც მოხერხება უნდა:)
გოგა
20:52 30-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული