31 იანვარს 26 წლის გიორგი ჭანტურია თბილისის "საბურთალოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
კონტრაქტზე ხელის მოწერა და ოფიციალური წარდგენა "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 17:30 საათზე გაიმართება
გიორგი ჭანტურია "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ "ბარსელონას" აკადემიაში გამოდიოდა. ჭანტურიას მორიგი გაჩერება უკვე არნემის "ვიტესი" გახდა. შემდეგ იყო იჯარა ვლადიკავკაზის "ალანიაში", ტრანსფერი "კლუჟში". "კლუჟის" შემდეგ ჭანტურია გერმანულ "დუისბურგში" ჩაირიცხა, 2016 ივლისში კი "ურალში" გადავიდა. 2019 წლის 18 იანვრის შემდეგ გიორგი ჭანტურია უკლუბოდ იყო.
transfermarkt-ის ცნობით, გიორგი ჭანტურიამ კარიერის განმავლობაში 156
შეხვედრა ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
1) ჭანტურიას 2 წელია ფეხბურთი არ უთამაშია არცერთი წამით. მესი რომ არ ათამაშო 2 წელი ისიც კი შეიძლება ვერ ათამაშდეს.
2) მისი პიროვნება და ხასიათი. არ ვიცი რამდენჯერაც დავწერე ამის შესახებ იმდენჯერ დაბლოკეს და მხოლოდ იმას ვიტყვი რომ მისი პირვნება გუნდის შიდა სამზარეულოსთვის რბილად რომ ვთქვათ საზიანოა.
პ.ს. ნეტავ შევცდებოდე და წაადგეს გუნდს
მსგავსი რამ იყო კოლხეთში , ცხინვალში ოღონდ ცოტა ნაკლები მასშტაბით !!!
ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები მოკვეთეს/დაიჭირეს და ვინც ორგანიზატორი იყო არავის გახსენებია !!!!
ამას გარდა ნიჭიერ ფეხბურთელს კლუბი უწყვიტავს კონტრაქტს და ისე უშვებს სხვა კლუბში და მენეჯერი იღებს 2 მილიონს ტრანსფერში , რა არის ეს ? არის თუ არა სახელმწიფოსთვის თანხის დამალვა ?
სანამ ასეთი მარაზმი ხდება და პასუხს მხოლოდ "რიგით ჯარისკაცებს" თხოვენ და არა დამგეგმავ "გენერლებს" მუდამ ნე***ი იქნება ჩვენი ფეხბურთი.
უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ წილი მიაქვთ სადაც საჭიროა და ამიტომ მფარველობენ!!!!