ფაბიო მანინიმ "ტორპედოს" მომავალზე, შემადგენლობაზე, ბაზისა და საცურაო აუზის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

დღეს, 7 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარდგა "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინი და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"მოლაპარაკებები "ტორპედოს" შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს. გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი ეტაპობრივად გავძლიერდებით.

ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნესგეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო
დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

კომენტარი ქუთაისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკეთა:

"მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ "ტორპედოს" გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველა უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ".


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
რა თქმა უნდა კარგია კლუბი რომ გადარჩა და პატრონიც გამოუჩნდა, თუმცა ვერ ვგებულობ იტალიელთა მიზანს, რისთვის უნდათ ეს კლუბი? მით უმეტეს წინა მეპატრონის გამოცდილება უკვე გვაქვს.

პ.ს.ქუთაისზე და ტორპედოზე რომ გიჟდებიან და უყვართ ეგ გასაგებია :)
Irakli
07 თებერვალი 2020 13:15
12
წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
07 თებერვალი 2020 13:02
2
ა უკვე მოუყრია ტრადიციულად სპორტალზე თავი ტორპედოს პირად ბოღმიან სასტავს რამდენიც არ უნდა გადმოანთხიოთ ვითომ ობიექტურად შემონაპარები თქვენი გულის წადილი ეს კლუბი სულ ცოტაც ამწლის ბოლოს ოფიციალურად გაგიხეთქავთ ბოღმის ფიალას მისი წარმატების შემყურე და მერე სურვილიც აღარ გაგიჩნდებათ ღვარძლისა და შურის უბეცარი პასკვილების რახუნი ქართულ შრიფტზე მოლოცვის მაგიერ ხალხი ისე დაიბოღმენ ლამის სითხის სახით გაასკდნენ და კლავიატურას გამოაყოლენ საცოდაცები ხართ ესეთი კამანდა ტორპედო თქვენი ბედის სასჯელია და მუდამ მოგამარაგებთ ესეთი ჯღაბნისათვის
Brutos
07 თებერვალი 2020 13:54
13
წინა საარჩევნოდ მთელი ქუთაისი რომ არ აჯანყებულიყო მონახა კალაძემ ვიღაც იტალიელი და გადააგორებენ ამ წელს რამენაირად, მერე რა იქნება მაგას მერე იფიქრებენ..
07 თებერვალი 2020 13:36
25
თუ კალაძემ მონახა ღმერთMა გაუნარჯოს კაცი თბილის მერია და ქუთAისზეთუ ზრუნავს.რა არ გასვენებთ არ ზრუნავენ ყვირიხართ გამონახავენ საშVელს აგარ მოგწონთ.
Mosexonel
07 თებერვალი 2020 15:44
4
ვულოცავ ქუთაისლებს და ზოგადად ქრთულ ფეხბურთს.. მაგრმ რაღაც არ მჯერა ამ კაცის.. კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში ეგ არ ჩამოვიდოდა კაი საქმის საკეთბლად. იმედია ვცდები ღმერთმა მასე ქნას.
გოგა
07 თებერვალი 2020 15:06
14
ქართველ ბიზმენსმენს ყველა ჯობია
macbook pro
07 თებერვალი 2020 20:21
1
ვნახოთ აბა წარმატებებიიი
oto
07 თებერვალი 2020 13:55
1
რატომ ხართ ზოგიერთი ესთი შურიანი.აცადეთ ამკაც მე მჯერა ფიფიაზე მეტს გაკეთებს და დინამოზე მაგარი გუნდი გვეყოლება.
goha
07 თებერვალი 2020 16:38
6
ისღა დაგვრჩენია ვისიამოვნოთ ფეხბურთით
ermiloe
07 თებერვალი 2020 14:56
4
გოროზია დაიმატეთ გამოგვადგება თავისუფალია მემგონი და სანამ დროა მოასწარით
Ultras
07 თებერვალი 2020 13:38
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული