ახალი სეზონის დაწყების წინ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" შემადგენლობაში ცვლილებებია.

გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა.

მათ ნაცვლად 2024/2025 წლების სეზონში "შავ ლომში" ითამაშებენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და 9 ნომრები – ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი.

"შავი ლომის" ახალი მოთამაშეებიდან გასულ სეზონში სამი დიდი 10-ის ჩემპიონის, ქუთაისის "აიას" ღირსებას იცავდა – გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე, კახაბერ დარბაიძე ოზურგეთის "არწივებში" თამაშობდა, ოთხი კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერი იყო – ვლადიმერ ჩაჩანიძე (ნევერი), გუგა ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე) და დავით ხუროშვილი (კლერმონი).

8 მოთამაშიდან ოთხი "ბორჯღალოსანია". ყველაზე გამოცდილი ცუცქირიძეა – 36 კეპი და 7 ლელო. 16 კეპი აქვს მოხვეჭილი ჩაჩანიძეს და 1 ლელო გაიტანა, ხოლო ღანიაშვილისა და ხუროშვილის ანგარიშზე ჯერჯერობით თითო-თითო კეპია.

2024/2025 წლების სეზონში, "შავი ლომი" შარშანდელის მსგავსად პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირს ითამაშებს – ზედიზედ მეოთხედ ეცდება რაგბი ევროპის სუპერ თასის მოპოვებას და მსოფლიოს წამყვანი კლუბების მხარდამხარ მეორედ ითამაშებს EPCR-ის ჩელენჯ თასზე.

Rugby.ge

Rezo
1. ეამსვლელები სად წავიდნენ? ეგეთ დაწერეთ რა! 2. დაიწერა, რომ ვადკა კაკოვინიც გადმოვიდა. ეგრეა თუ არა? 3. და მთავარი: რამე ისმის urc ზე?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"