ფაბიო მანინიმ "ტორპედოს" მომავალზე, შემადგენლობაზე, ბაზისა და საცურაო აუზის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

დღეს, 7 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარდგა "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინი და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"მოლაპარაკებები "ტორპედოს" შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს. გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი ეტაპობრივად გავძლიერდებით.

ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნესგეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო
დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

კომენტარი ქუთაისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკეთა:

"მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ "ტორპედოს" გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველა უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ".


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ა უკვე მოუყრია ტრადიციულად სპორტალზე თავი ტორპედოს პირად ბოღმიან სასტავს რამდენიც არ უნდა გადმოანთხიოთ ვითომ ობიექტურად შემონაპარები თქვენი გულის წადილი ეს კლუბი სულ ცოტაც ამწლის ბოლოს ოფიციალურად გაგიხეთქავთ ბოღმის ფიალას მისი წარმატების შემყურე და მერე სურვილიც აღარ გაგიჩნდებათ ღვარძლისა და შურის უბეცარი პასკვილების რახუნი ქართულ შრიფტზე მოლოცვის მაგიერ ხალხი ისე დაიბოღმენ ლამის სითხის სახით გაასკდნენ და კლავიატურას გამოაყოლენ საცოდაცები ხართ ესეთი კამანდა ტორპედო თქვენი ბედის სასჯელია და მუდამ მოგამარაგებთ ესეთი ჯღაბნისათვის
Brutos
07 თებერვალი 2020 13:54
13
ეს საქმე თუ "დამკაში" გავიდა და მართლა დასრულდა დადებითად, გილოცავთ ყველას. მიზნებს რაც შეეხება, ადამიანს თუ უყვარს ფეხბურთი, ევროპული მაშტაბით საქართველოში მიზერულ ხარჯად გყავს გუნდი. რა არის 500,000 ევრო ან თუნდაც 1 მილიონი ევრო, რომელსაც კლუბს მოახმარ და აკეთებ იმ საქეს რომელიც გსიამოვნებს. ასევე დასავლეთ საქართველო ნიჭიერი ბავშვების ბუდეა, კარგი აკადემიის შემთხვევაში რამოდენიმე წელიწადში სატრანსფერო მმართულებიდან შეუძლია თანხის მოზიდვა. ასე რომ ამ იტალიელის დაინტერესება არაა გასაკვირი.
DAVE
07 თებერვალი 2020 13:40
1
ურწმუნოთაგან განსხვავებით მეც მასე ვფიქრობ, ქუთაისი სამჭედლოა მსოფლიო დონის სპორტცმენების და მისი სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ქალაქიც და გუნდის მეპატრონეც ბევრს მოიგებს.
გიზოგ
07 თებერვალი 2020 14:17
5
გოროზია დაიმატეთ გამოგვადგება თავისუფალია მემგონი და სანამ დროა მოასწარით
Ultras
07 თებერვალი 2020 13:38
4
წინა საარჩევნოდ მთელი ქუთაისი რომ არ აჯანყებულიყო მონახა კალაძემ ვიღაც იტალიელი და გადააგორებენ ამ წელს რამენაირად, მერე რა იქნება მაგას მერე იფიქრებენ..
07 თებერვალი 2020 13:36
25
თუ კალაძემ მონახა ღმერთMა გაუნარჯოს კაცი თბილის მერია და ქუთAისზეთუ ზრუნავს.რა არ გასვენებთ არ ზრუნავენ ყვირიხართ გამონახავენ საშVელს აგარ მოგწონთ.
Mosexonel
07 თებერვალი 2020 15:44
4
ტორპედოს გადარჩენა მარლაც სასიხარულოა, მაგრამ მეც სხვების არ იყოს ცოტა ეჭვით ვუყურებ ამ იტალიელს, არ ვიცით ვინაა ეს კაცი, რა მიზნები ამოძრავებს ან რა ფინანსური რესურსის პატრონია... ეხ, ჯობდა ბერას ეყიდა.. მაგრამ ვნახოთ, იმედია გაამართლებს..
zviads
07 თებერვალი 2020 13:24
9
რა თქმა უნდა კარგია კლუბი რომ გადარჩა და პატრონიც გამოუჩნდა, თუმცა ვერ ვგებულობ იტალიელთა მიზანს, რისთვის უნდათ ეს კლუბი? მით უმეტეს წინა მეპატრონის გამოცდილება უკვე გვაქვს.

პ.ს.ქუთაისზე და ტორპედოზე რომ გიჟდებიან და უყვართ ეგ გასაგებია :)
Irakli
07 თებერვალი 2020 13:15
12
გადარჩენა ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები. რაში სჭირდება იტალიელს ტორპედო? საქართველოში ფეხბურთით ფულის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. მგონია რომ, როგორც მანამდე ხდებოდა 1-2 წელში გაიქცევა.
იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ პერსპექტივას ვერ ვხედავ.
5-6 კლუბი რომ გვყავდეს 10 მილიონი დოლარის მქონე ბიუჯეტით მაშინ სხვა საქმე იქმებოდა.
გიორგი
07 თებერვალი 2020 13:09
12
სერიოზული ეჭვი მაქვს, ამ იტალიელის მიღმა ბერას ან ვინმე მსგავსის ფული "იმალება" და არ სურთ გახმაურება
სიმართლე
07 თებერვალი 2020 13:38
8
წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
07 თებერვალი 2020 13:02
2
იმედია ყველაფერი დალაგდება! მაგრამ ეს კაცი რას საქმიანობდა? რა ააშენა? რა დაამთავრა? რა გამოცდილებით მოდის? რამდენი მილიონის დახარჯვას აპირებს ? / საქართველოში ჟურნალისტები კიდე ვერ გაიზარდნენ, საკმარისია პასპორტში იტალია ან გერმანია ან ინგლისი ან ბრაზილია ესწეროს და რატომღაც გგონიათ რო ყველა საქმის გამკეთებელია, რატომღაც ისე ელაქუცებით რო თითქოს ვალი გვქონდეს მაგათი!!!/ დაწმუნებული ვარ ერთ-ორ კვირაში ახალი სტადიონის, ბავშვთა აკადემიის, კარგი ფეხბურთელების მოყვანისთვის, არაფერს არ კითხავენ ამ კაცს, სამაგიეროდ შეეკითხებიან ქუთაისს თუ გაეცნო და ტყემალმა კბილი ხომ არ მოჰკვეთა, ან ხინკალი და ღვინო თუ დააგემოვნაა./ წინა პრეზიდენტმა რა გაააჩალუჩა კი ვნახეთ
Vasili
07 თებერვალი 2020 12:54
8
ჯერ რომ ყველას "ვაცდით და მერე ვგებულობთ" იმიტომ გვაქვს საქმე კარგად ზოგადად ყველაფერში. ჟურნალისტი თუ გქვია, ისიც კი უნდა გამოქექო რასაც ოფიციალური წყაროები გიმალავენ. საჭირო ინფორმაციის ფლობას ჯერ უარყოფითი არავისთვის მოუტანია.
ირაკლი
07 თებერვალი 2020 15:38
0
რა მნიშვნელობა აქ სად ისწავლა,რა ააშენა ან რა დაამთავრა....30 წელია იმნაირი ცხოვრება მევიდა, ჩიტმა დოუწყო მიმინოს სანჯვა და ვისას რას გეიგებ...ვაცალოთ და გევიგებთ...რავა,რო არ ვაცალოთ გვაქ რამე საშველი თუ??
qutaisi
07 თებერვალი 2020 13:27
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული