შენგელია შეუჩერებელია - თოკომ "ვირტუსი" იტალიის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას პირადი დამსახურებითა და ლიდერობით, "ვირტუსმა" სტუმრად "ვენეცია" დაამარცხა და იტალიის სერია A-ს ფინალში გავიდა. ბოლონიურმა კლუბმა ვენეციელები სერიაში 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ფინალში "ოლიმპია მილანოს" შეხვდება.

სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ფორვარდი შეუჩერებელი იყო. შენგელიამ 29 ქულა ჩააგდო, რითაც იტალიის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა. საწყისი პერიოდის წაგების შემდეგ ბოლონიელებმა საოცარი მეორე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 34:18 მოიგეს და მეტოქე წელში გატეხეს. ვენეციელებმა მესამე პერიოდში ისევ გაიბრძოლეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით ვირტუსმა
შანსი არ დაუტოვა მასპინძლებს და შეხვედრა 96:81 მოიგო.

შენგელია ტრადიციულად სასტარტოში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 29 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 8 ორქულიანი, 5-დან ერთი სამქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. რა თქმა უნდა, ქართველი ფორვარდი შეხვედრის MVP გახდა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
მატჩის მიწურულს,ჯანელიძეც დავინახე პარკეტზე.კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო.რა ენაზე იყო რეპორტაჟი,ისიც კი ვერ გავიგე,არათუ კომენტატორის კომენტარები.ლაივბალზე ვუყურებდი,რეალი-ბარსელონას პარალელურად.
სოსო
15:48 01-06-2024
1
ზურა ქაფიანიძის ცნობილი ფრაზის არ იყოს: "თქვენ ჩემი ბიძაშვილები ხართ,თუ დათვისაო" თოკოც იტყოდა,რომ თქვენ ვისი მომენტები აჩვენეთ და ვისი გულშემატკივრები ხართ ჩემი, თუ ვენეციელებისო?(კიდევ კარგი მომენტები ამ
თამაშიდან მაინც იყო და სხვა თამაშისა არ გვანახეს)
რიგითი გულშემატკივარი
10:40 01-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული