რუხაიასა და თოთაძის შემდეგ "სამტრედია" კიდევ ერთი ექსდინამოელით გაძლიერდა

AutoSharing Option
მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას.

სიკაჩი ადრე ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ის გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, "სატრედიაში" აგრეთვე გადავიდნენ თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველები გუჯა რუხაია და ლაშა თოთაძე, რომელიც ბოლოს უზბეკურ "ყიზილყუმში" ასპარეზობდა.

"სამტრედია" 13 თებერვალს სლოვენიურ "კოპერს", 22 თებერვალს კი ყაზახურ "ორდაბასს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ფეხბურთელები საქართველოს პირობაზე კარგები არიან კონტრაქტები რამდენი წლიანი ეგი მითხარით თქვენ?
qutaisi
12:32 12-02-2020
0
სამტრედია არ ხუმრობს თუ ეს გუნდი კაგად დაალაგა კაჭარავამ ჩემპიონობაზეც გაიქაჩებიან ბათუმის გარდა ყველას ჯობს ტრანსფერებით.
goga
11:41 12-02-2020
1

სიახლეები პოპულარული