27 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - იტყობინება დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით.
პერალესი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თბილისში დაბრუნების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.
პერალესის გარდა, "დინამოში" კიდევ 3 მეკარეა: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი და გიორგი მამარდაშვილი.