დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბიდან წასვლის მიზეზი ფეხბურთელებთან უთანხმოება იყო.

თბილისის "საბურთალოს" დროებით თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, ხოლო დედაქალაქური კლუბის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღეის მდგომარეობით, "საბურთალოს" თავკაცის პოსტზე სამი თავისუფალი მწვრთნელი შეიძლება მოვიაზროთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი - თბილისელთა ყოფილმა მწვრთნელმა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა. "საბურთალოს" მიერ დავით ყიფიანის თასის მოგების შემდეგ ჭიაბრიშვილმა განაცხადა:

"ამ ეტაპზე ვიცი, რომ შემდეგ წელს გუნდში აღარ ვიმუშავებ. აქ ექვსი წლის
განმავლობაში გუნდთან ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ თასი და ჩემპიონობა და "საბურთალოს“ გუნდი პირნათელმა დავტოვე, აქ კი აღარ დავრჩები. დროა, წავიდე სახლში და დავისვენო."

"საბურთალოს" ეს გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის შექმნილია და ჩემპიონატში მიღწეული შედეგები მისი დამსახურებაა. მაგრამ, ამავდროულად, "საბურთალო" მისი ხელმძღვანელობის დროს დამარცხდა "არარატ-არმენიასთან", რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

მისი დაბრუნების მთავარი ფაქტორი ის შეიძლება იყოს, რომ ჭიაბრიშვილი კარგად იცნობს ამ ფეხბურთელებს და გუნდში სიტუაციის განმუხტვა ყველაზე კარგად მას ძალუძს.

გიორგი დევდარიანი - ამჟამად თავისუფალია 47 წლის სპეციალისტი, რომელიც  თბილისური კლუბის ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა იქნება. გიორგი დევდარიანს ეროვნული ლიგის სამი კლუბი გაუწვრთნია (თბილისის "დინამო", გორის "დილა", "ლოკომოტივი").

დევდარიანს კარგი შედეგი გორის "დილაში" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჰქონდა, როდესაც დანიური "ოლბორგი" და ხორვატიული "ჰაიდუკი" გამოთიშა გათამაშებას, პლეი- ოფში კი ვენის "რაპიდთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში 0:4 დამარცხდა.

სხვადასხვა დროს წვრთნიდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს, იყო შოთა არველაძის ასისტენტი თურქულ "ტრაბზონსპორში".

სოსო ფრუიძე - 2008 წლიდან მოყოლებული, 62 წლის სპეციალისტი საჩხერულ კლუბს წვრთნიდა. მის ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" ექვსჯერ იასპარეზა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. არც ისე ძლიერი შემადგენლობის მიუხედავად,  ფრუიძის ხელმძღვანელობით "ჩიხურა" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო და პატარ-პატარა "სენსაციები" მუდმივად სჩვეოდა.

სოსო ფრუიძეს ძალიან კარგად შეუძლია ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათთვის იდეალური სათამაშო ასპარეზის გამოძებნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა, სწორედ მის ხელში ათამაშდა.

სოსო ფრუიძე "ჩიხურამდე" წვრთნიდა: "ბორჯომს", "ტორპედოს", "სამტრედიას", "სამგურალსა" და "ზესტაფონს".

უცხოელი მწვრთნელი - საერთაშორისო ბაზარზე ბევრი თავისუფალი მწვრთნელია, მაგრამ გამოცდილი და ცნობადი სპეციალისტის მოყვანა საკმაოდ რთულია, დამწყებ უცხოელს კი ისევ გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ჯობია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სამ მწვრთნელს შორის ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი ჭიაბრიშვილი იქნება, სიტუაციას და ფეხბურთელებს იცნობს და მაგიტომ. მაგრამ რადგან წავიდა თან კიდე არარატს აძახებენ ჯობია სხვა მიიყვანონ. დევდარიანი საკლუბოს მჭვრთნელად არასტაბილური აღმოჩდა, ბოლოს ლოკომოტივში ცუდი შედეგი ქონდა და თან დიდი ხანია პაუზა აქ. რჩება ფრუიძე, ასაკს თუ არ მიაქცევენ ყურადღებას. გამორჩეული ტაქტიკოსია, არ მგონია დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს. ჩიხურას რესურსი სხვა არი და საბუღტალოსი სხვა. ეს მნიშვნელოვანი რადგან საქართველოში ფეხბურთელს უნდა მოერგოს ტაქტიკა არა პირიქით, მეორე ვარიანტი მილიონები ჯდება.
გოლი
13:21 14-02-2020
0
არარატთან წაგების შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი აქ არ მოვა
შოკირებული გულშემატკივარი
12:13 14-02-2020
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0