ინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
საქართველოს თასის გამარჯვებულმა "საბურთალომ" გუშინ, 13 თებერვალს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გაათავისუფლა.

საინტერესოა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილ დამრიგებელს თბილისური გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს და გუნდი ასე დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცაძეს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა კონფლიქტი და მისი წასვლაც ამიტომ გადაწყდა.

გუშინვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ თბილისური გუნდის მწვრთნელი, შესაძლოა, სოსო ფრუიძე გახდეს, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" დატოვა.

Sportall.ge ფრუიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "საბურთალოდან" არავინ დაკავშირებია და არც სხვა
რომელიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

აქვე გეტყვით, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისურ გუნდში შესაძლოა, გიორგი ჭიაბრიშვილი დაბრუნდეს, ან გიორგი დევდარიანს უხმონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფრუიძე ივარგებს
შოკირებული გულშემატკივარი
14 თებერვალი 2020 23:11
1
მოცემულ შემთხვევაში, ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია საბურთალოსთვის. პრაგმატულ ფეხბურთს ათამაშებს ზუსტად ეგ ჭირდება დღევანდელ ჩვენ ფეხბურთს. მაგრამ ჭორიაო და რას წერთ.
გულშემატკივარი
14 თებერვალი 2020 17:39
1
ფრუიძე კარგია მარამ ძალიან ჩაკეტილ ფეხბურს ატამაშებს ტავის გუნდს
digela
14 თებერვალი 2020 15:55
1
Asinetasport.com -ი იტყობინება რომ ჭიაბერაშვილს თურმე უთქვამს გუნდში ე მაგ ცეცაძეს არაფერი დაუჯეროთ, რუსეთის კაციაო, და ნაციონალების თამაშს ათამაშებს საბუთალოსო, და ცეცაძეს გაუგია და თუ გაპატიოთო და წასულაააა, ხოოდა, იგი, რა ქვია, მერე თურმე მოყავთ ცქიფო, და თან მოყავთ ფრუიძე მაგრამ , იეროს ძმა რომ იყო, იმის ბრალი ყოფილა ყველაფერი, მაგან იცის რაც ხდება. პრეზიდენტმა ეს ყველაფერი ჯერ არ იცის უმალავენ!!!!
Vasili
14 თებერვალი 2020 14:26
5
ფრუიძე საქართველოში ყველაძე მაგარი,ჭკვიანი და მცოდნე მწრთვნელია და გავიხარებ თუ ჩემი საყვარელი გუნდის დამმოზღვრავი გახდება,წარმოიდგინეთ ის დანებული ფეხბურთელებით რა ძლიერ გუნდებს აკეთებდა და საბურთალოს ბიჭებით რას იზამს.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
14 თებერვალი 2020 14:02
3
წავიდა ჭორაობა!!!
N
14 თებერვალი 2020 13:35
0
წაიყვანეთ, მაგარი ჯახები იქნება ჩემპიონატში და იქნებ კიდეც გავიდეთ სადმე!!!
ქართული ფეხბურთი
14 თებერვალი 2020 13:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული