ინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
საქართველოს თასის გამარჯვებულმა "საბურთალომ" გუშინ, 13 თებერვალს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გაათავისუფლა.

საინტერესოა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილ დამრიგებელს თბილისური გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს და გუნდი ასე დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცაძეს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა კონფლიქტი და მისი წასვლაც ამიტომ გადაწყდა.

გუშინვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ თბილისური გუნდის მწვრთნელი, შესაძლოა, სოსო ფრუიძე გახდეს, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" დატოვა.

Sportall.ge ფრუიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "საბურთალოდან" არავინ დაკავშირებია და არც სხვა
რომელიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

აქვე გეტყვით, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისურ გუნდში შესაძლოა, გიორგი ჭიაბრიშვილი დაბრუნდეს, ან გიორგი დევდარიანს უხმონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფრუიძე საქართველოში ყველაძე მაგარი,ჭკვიანი და მცოდნე მწრთვნელია და გავიხარებ თუ ჩემი საყვარელი გუნდის დამმოზღვრავი გახდება,წარმოიდგინეთ ის დანებული ფეხბურთელებით რა ძლიერ გუნდებს აკეთებდა და საბურთალოს ბიჭებით რას იზამს.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
14:02 14-02-2020
3
Asinetasport.com -ი იტყობინება რომ ჭიაბერაშვილს თურმე უთქვამს გუნდში ე მაგ ცეცაძეს არაფერი დაუჯეროთ, რუსეთის კაციაო, და ნაციონალების თამაშს ათამაშებს საბუთალოსო, და ცეცაძეს გაუგია და თუ გაპატიოთო და წასულაააა, ხოოდა, იგი, რა ქვია, მერე თურმე მოყავთ ცქიფო, და თან მოყავთ ფრუიძე მაგრამ , იეროს ძმა რომ იყო, იმის ბრალი ყოფილა ყველაფერი, მაგან იცის რაც ხდება. პრეზიდენტმა ეს ყველაფერი ჯერ არ იცის უმალავენ!!!!
Vasili
14:26 14-02-2020
5

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0