ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შპს "სტადიონი - LTD Stadium"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის ეტაპი ბოლოსკენ მიდის და ამჟამად არენის გარე პერიმეტრი წესრიგდება.

"სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე", - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მადლობა! მიუხედავად იმისა რომ მე თბილისში ვცოხვრობ, ძალიან მოხარული და გახარებული ვარ. ბათუმის დინამოს ქომაგები ამას იმსახურებენ!
nikolozi
15 თებერვალი 2020 08:35
0
მაგრად მიხარია ვულოცავ საქართველოს ახალ სტადიონს ჩვენი სტუმრობა ბათუმში აპრილში იქნება და ერთი სული მაქ როდის მოვა ის დღე
სამტრედია
14 თებერვალი 2020 21:23
0
მე ვარ თერჯოლელი და ნეტავ იცოდეთ,როგორ მიხარია ეს შესანიშნავი სტადიონი,რომელსაც ბათუმელები ნამდვილად იმსახურებენ,ულოცავ აჭარას და მთელ საქართველოს ამ დიდი სპორტულ სარბიელს და ბათუმის დინამოს უსურვებ დიდ წარმატებებს საშინაო და საერთაშორისო ტურნირებში.
თერჯოლელი
14 თებერვალი 2020 20:12
0
martlac lamazi stadioni gamodis...vulocav batums da mtel saqartvelos...
romandro
14 თებერვალი 2020 16:34
0
მგონი პირველი შემთხვევაა როცა დაგეგმილ დროს კი არა დაგეგმილზე ადრე გაკეთდა რამე საქართველოში. საღოლ ბათუმი და ბათუმის დინამო, მაგრები ხართ და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ...
ლადო
14 თებერვალი 2020 16:31
0

სიახლეები პოპულარული