ქუთაისის "ტორპედომ" სერბი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, იმერულმა კლუბმა სერბი ნახევარმცველი ვანია მარკოვიჩი დაიმატა, რომელიც გუნდთან კონტრაქტს ხელს ხვალ, 15 თებერვალს მოაწერს.

"ტორპედოსა" და ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს ჩვენს კლუბში გაატარებს.

25 წლის სერბი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

ვანია მარკოვიჩი ბელგრადის "პარტიზანის" აღზრდილია, შემდეგ კი პოლონურ "კორონა კიელცეში", ჩრდილომაკედონიურ "ვარდარში", პორტუგალიურ "ფარენშესა" და უნგრულ "კაპოშვარში" თამაშობდა. მარკოვიჩს "ვარდარის" შემადგენლობაში ევროპა ლიგაზეც აქვს ნათამაშები.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი ტორპედო და მასე გაგრძელეთ.. დინამო უნდა აფორთხიალოთ ჩხეტიან კვახვაძეიანად:) კვახვაძეს მაინც მოისვრიან სათადარიგოში იმდენი გოლი გაუშვა უკვე რამოდენიმე თამაში,მოიყვანეს მაგის შემცვლელი უკვე:)
გოგა
17:58 14-02-2020
13
მგონია რომ ტორპედო თავიდანვე ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება
6

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3