"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჭანტურიამ თბილისის "საბურთალო" დატოვა და აღნშნული გადაწყვეტილება თბილისურ კლუბში დაგვიდასტურეს.

"საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" და გიორგი ჭანტურია ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კლუბმა გადაწყვეტილება ესპანური შეკრების შემდეგ მიიღო.

საბურთალო გიორგის მომავალში წარმატებებს უსურვებს,"- წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჭანტურიას "საბურთალოში" მიყვანის ინიციატორი გიორგი ცეცაძე იყო, რომელმაც კლუბი 3 დღის წინ დატოვა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, გიორგი ჭანტურიამ გუნდის 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა, გიორგი ცეცაძეს კი მარგველაშვილის ნაცვლად კაპიტნად სხვა მოთამაშის დანიშვნა სურდა. ამ ყველაფერმა გუნდში დაძაბულობა შეიტანა და
რეაქციამაც არ დააყოვნა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
10 ნომრის მოთხოვნას 10 კილო დაეკლო ჯობდა. პირველხაზელის ტანზეა ტიპი
10
16 თებერვალი 2020 15:49
2
ეს ბარსადანაც ნომრის გამო წამოვიდა, გაუტყდა მესის რო მიცეს 10 ნომერი
a.a.
16 თებერვალი 2020 17:36
1
ჯერ კოხრეიძეს რატო უნდა დაეთმო 10 ნომერი ან ამან რატო მოითხოვა საინტერესოა
Nick
16 თებერვალი 2020 14:25
4
რა სითავხედეა? საერთოდ რო ფეხბურთის მაისური ჩაგაცვეს , მაგაზეც მადლობელი უნდა იყო!
Vasili
16 თებერვალი 2020 14:34
4
მთავარი ის არის რომ თავში ავარდნილი და ქედმაღალი ტიპია ეს ჩვენი ჭანტურია, მე ცეცაძის უფრო მიკვირს როგორ აყვა ამას.
გიგლა
16 თებერვალი 2020 14:59
2
სპორტის სახეობიდან ყველაზე ძაან მიყვარს ფეხბურთი,ყველაზე ლამაზ სახეობად მივიჩნევ კალათბურთს,თავად კი ვჭიდაობდი და რისი თქმა მინდა:თითქმის ვერ ნახავ ქედმაღალ მოჭიდავეს,არ არსებობს ქეთმაღალი მოჭიდავე! ბექა ღვინიაშვილი,ლიპო,ჭრიკიშვილი(ძიუდოს რონალდინიო),ცირეკიძე,მინდორაშვილი,გენო,და თავმდაბლობის ეტალონი ლევან თედიაშვილი და რავიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო...კიდევ რაგბისტები ყველა!!! და იცით რატომ? ჭიდაობაში და რაგბში მიდიან ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან და იციან ყველაფრის ფასი და აფასებენ გარშემომყოფებს! ახლა კი ფეხბურთში რამის სულ მამიკოს ბიჭები არიან და ბავშვობიდან ყველას მაღლიდან უყურებენ!ნათელი მაგალითი ამისა თუნდაც ეს ჩვენი „გმირი“ ბიჭი.
მესი კია არა-კოჭლი წინ მოექცაო თორე ყიფიანისა და ჩივაძის დროს ეს მაქსიმუმი ბურთის მომტანი ყოფილიყო.
Jordan Beli
16 თებერვალი 2020 15:42
3
კოხრეიძე ფეხბურთელია, ჭანტურია სუფთა ფუტურისტი, წავიდეს ერთი სადაც უნდა, ეს კაცი ყველგან სიტუაციის ამრევია.
ბმბ
16 თებერვალი 2020 15:54
2
საერთოდ არ ღირს ამ ტიპზე წერა, მარა სხვებისთბის რომ იყოს სამაგალითო ალბათ იმიტომ ღირს ეს ყველაფერი!!!/ ერთი მიკვირს ძალიან , რომ წერთ ბარსელონიდან არ უნდა წამოსულიყოვო, თქვენ ბარსელონა თბ.დინამო ხომ არ გგონიათ? კათარზისის რო დაამსგავსა ამ ფიფიამ, ათასჯერ ითქვა უკვე რა და როგორ იყო, პოლოლიკაშვილის ამხანაგი იყო იმ დროინდელი ბარსას პრეზიდენტი და თხოვა ერთ ბავშს მიუყვანდა და ბარსას სკოლაში ავარჯიშებდნენ, ესეც ეს პოლოლიკაშვილი აბა მე ხო არ წამიყვანდა ? , წაიყვანა თავის ახლობელი მაგანაც, ( ამას კიდე გაუმართლდა რომ ამ პოლოლიკაშვილის ახლობელია) . ავარჯიშეს სკოლაში ერთი თუ ორი წელი, და ამოეწურა სკოლის ვადა, და რა ექნა? იქ არავინ დაიტოვებდა მაგნაირო იქ იყო ათასი ბავშვი, ხოდა პრესაც ხომ იცით საქართველოში რა დონეზეცაა? ისე გააშუქეს და ისე გააამარიაჟეს თვით ჭანტურიამაც კი დაიჯერა რომ მართლა რაღაც ზებუნებრივი ნიჭის პატრონია, ხოდა მერე ჟორდანისთან გაუშვეს , იქაც მიხვდნენ რო არაფერი ყოფილაა (ტრუხა აღმოჩნდა) და მერე კიდე უფრო დაბლაა, მერე კიდე უფრო დაბლაა, და ჰააა ! ხო ხედავთ რაც მოხდა!!! არაფერი პირადული ამ ბიჭზე, მართლა გამიხარდებოდა ამის წარმატება, და გამიხარდება კიდევაც, მაგრამ იცი რა არი? ამას ბურთს არ დავანახებდით უბანში , და კიდე ისეთი ტალანტები მყავს ნანახი თბილისში რო აი ვერც შევადარებ დღეს ნიჭით უკვე გამოჩენილ ფეხბურთელებს, მარა სამწუხაროდ საქართველოში ნიჭიერი ბავშვების ხვედრი ან ციხეა, ან სტროიკა, ან ბირჟა, ან საზღვარგარეთ პახაობა და ქურდობა!!!
Vasili
16 თებერვალი 2020 21:25
0
პოლოლიკაშვილის გაკეთებული საქმე ვის უნახავს, ეგ რომ გაეკეთებინა ნორმალურად :))) ეგ არაფერს აკეთებს საკუთარი გამორჩენა თუ არ აქვს, არც სახელმწიფო და არც პირადულ საქმეს :(( ჭანტურიამ კი, ეხლა პროექტი ნიჭიერი იწყება და იქ მიიღოს მონაწილეობა :)))))))
ნიჭიერი
17 თებერვალი 2020 08:54
1
რა მეტიჩარაც იყო ის მეტიჩარა დარჩა, ტიპი დაბერდა და ჭკუა ვერ ისწავლა, ხოდა ეგდოს ეხლა უგუნდოდ, მარად მწვანე ნიჭიერი!
fsiuuu
16 თებერვალი 2020 16:07
2
ისე კაი ხანს კი გაძლო
ირაკლი ქუთაისელი
16 თებერვალი 2020 14:49
2

სიახლეები პოპულარული