"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც გუნდიდან გია ცეცაძის გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც იცით, თბილისური კლუბიდან ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ისე გაათავისუფლეს, რომ მას გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, რომ "საბურთალოს" მიმართ ამხელა ინტერესი არსებობს და ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ.

გია ცეცაძე ძალიან კარგი სპეციალისტია და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. ის შესანიშნავი პიროვნებაა და კვლავ ჩემს მეგობრად რჩება.

სპორტულ ცხოვრებაში
ხშირად ხდება ასე და გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით რიგი მიზეზების გამო და სეზონის დასაწყისშივე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა შეგვეწყვიტა.

თავდაპირველად, როდესაც გია ცეცაძე მწვრთნელად დავნიშნეთ, არ ყოფილა ის საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებოდით, ასე შემთხვევაში მას არც მოვიწვევდით.

ჩვენი სურვილი იყო, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში წარმატებული ისტორია შეგვექმნა. შეიძლება, რაღაც დაგეგმო და პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს არ გამოვიდეს, მსგავსი რაღაცები ხდება.

არ მინდა, სხვა რამე შიდა სამზარეულოდან გამოვიტანო და ბევრი რაღაც არასწორადაც ითქვა. გუნდიც ერთგვარი ოჯახია და არამგონია, ყველაფრის თქმა საჭირო იყოს.

მთავარი არის, რომ "საბურთალო" თავის კურსს არ გადაუხვევს და აუცილებლად განვითარდება, რადგან ქართული ფეხბურთის წინაშე ჩვენი მისია და როლი გვაქვს.

იყო რაღაც რისკები, რომ გია ცეცაძის დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა, შემდეგში რაღაც კარგად ვერ წასულიყო და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ გონივრულია.

რატომ ჩავედი შეკრებაზე? იყო რაღაც დაძაბულობა, მაგრამ რაიმე სერიოზული არაფერი. უბრალოდ, რაღაც ხედვებში და მიდგომებში გახლდათ გაურკვევლობა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანებმა "საბურთალოს" პრეზიდენტს ასევე მომავალ შესაძლო მწვრთნელებზეც ჰკითხეს.

"ვიცი, რომ ჩვენს შესაძლო მომავალ მწვრთნელად სოსო ფრუიძესა და გიორგი დევდარიანს ასახელებენ. ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ლაპარაკი არ მიდის.

ამ ეტაპზე თემურ შალამბერიძეს აქვს ნდობა და სუპერ თასის მატჩში მას ეძლევა შანსი, მაგრამ თუ მივხვდით, რომ მწვრთნელის ცვლილებაა საჭირო, მაშინვე გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს ხეჩიკაშვილი.

alt"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

altინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

altდევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

altდანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

მკითხველის კომენტარები / 22 /
იყო რაღაცა . მერე ისე მოხდა რომ ვიღაცამ. ითქვა ამის შესახებ მაგრამ რაღაცეები არ იფიქროთ რამეს კიარადა იმას ყველაფერშიი..

მე ვერაფერი ვერ გევიგე რატომ?..
ვინმემ გაიგო?.
lsdP
14:01 19-02-2020
0
რა ინტერესი არსებობს ერთადერთი იმედზე გადის თქვენი სიახლეები! 0:3 მოგებულ მატჩზე იძახდი მაშინ ძველი ქართული ფეხბურთი დაბრუნდაო... ხოლო შემდეგ მატჩებში რაც მოხდა არასდროს არ დამავიწყდება!
0

სიახლეები პოპულარული