"საბურთალომ" უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
უკრაინელი ნახევარმცველი ოლეკსანდრ ბელიაევი "საბურთალოში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი ოლექსანდრ ბელიაევი დედაქალაქური "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ახალწვეულ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. 20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველსა და ჩვენს კლუბს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გეტყვით, რომ ოლექსანდრ ბელიაევი "დნიპროს" აკადემიის აღზრდილია. უკრაინელი ფეხბურთელი "საბურთალოს" ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც "ზენიტისა" და "ალკოიანოს" წინააღმდეგ ითამაშა. ესპანელებთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჩვენი ახალწვეული უკრაინის იმ ნაკრების წევრი იყო, რომელმაც მოიგო 20-წლამდელთა
მუნდიალი. მთელი შესარჩევი ციკლი ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო ტვინის შერყევა, რამაც გუნდს ჩამოაშორა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
არარატ, არარაააატ......
1
იქნებ დააზუსტოდ, ეს ე.წ. "შიდა სამზარეულოს" ინფორმაციაა, გარე სამზარეულოსი თუ უბრალოდ სამზარეულოსი? არარატთან შეთანხმებულია ეს ტრანსფერი? არ მოგბეზრდათ ქართული ფეხბურთის სირცხვილი გუდის შესახებ წერა?
........
16:10 20-02-2020
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0