"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" - "ტორპედოს" ახალი მფლობელი რიხიანად იწყებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი მფლობელი ფაბიო მანინი კლუბში საქმიანობას რიხიანად იწყებს: ხვალ, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს და ახალ სპონსორზე, ეკიპირებაზე, ფან-შოპზე, ავტობუსზე, განახლებულ ვებგვერდსა და სხვა სიახლეებზე ისაუბრებს.

იქამდე კი მან კლუბის "ფეისბუქის" გვერდს შემდეგი განუცხადა:

"არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა
ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.

თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვვითარდეთ.

მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა. ეს იქნება ტრენინგ-ცენტრები და არამხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი "ტორპედო ქუთაისი". სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა დანაკარგისა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ორ თვეს ვაძლევ ამ კაცს. ორი თვე თუ გაუძლო და არ გაიქცა საქართველოდან, ყოჩაღ ამას! გააგიჟებენ ამას ქართველები! გააგიჟებენ არაპროფესიონალიზმით, საქმისადმი ზერელედ მოპყრობით, დაპირების არშესრულებით, გადაგდებით, მუქთამჭამელობით, არაპუნქტუალობით, ქურდობით და მამაძაღლობით! თუ ეს კაცი სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას დაიწყებს, მაშინ ქუთაისის მერიამ ახალი სტადიონის აშენებით უნდა ამოუდგეს გვერდში, ხოლო გულშემატკივრებმა სტადიონის დალეწვაზე და ხულიგნობაზე უარი უნდა თქვან. წარმატებები ტორპედოს!
ლუკა
03:18 25-02-2020
2
დაპირება მოსაწონია, კარგი და ადვილად გასაგები, ვნახოთ როგორ შეასრულებს
სერაფიონი
00:30 25-02-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული