ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
ქუთეისია, ძმაო ქუთეისი!
რით ვერ გაიგეთ.
რატო ეძებთ მაგ კომპანიას გუგლში.
მოძებნეთ თორის ბრაუზერით დარკ ვებში და ნახავთ ამაზონზე დიდი კაპიტალბრუნვა თუ არ აქვს :)
da
25 თებერვალი 2020 21:42
1
ისე მოძლიერდა საქართველოს ჩემპი,რომ ამ ფორმაციის ქუთაისისთვის 4 -ში მოხვედრა წარმოუდგენლად მიმაჩნია
გიო
25 თებერვალი 2020 21:22
5
რავქნათ ბოლო-ბოლო თქვენი აზრი მაინტერესებს პრაფესორებო___ გავაგდოთ მანინიი???? აფერისტი ხარ და მეოთხე ლიგიდან უნდა გავაგრძელოთ არსებობათქოო, თუ ვერ გავიგე ხალხო......

სახლში ზიხართ და ალბათ აქ რაც ხდებოდა ამ ბოლო ხანში იმის 20% არ გეცოდინებათ ალბათ......

ისე და რომ იცოდეთ ეგ მანინი სპორტის სამინისტროდან გააძრეს (თუ არ ვცდები).... იმედია მთავრობა გადაამოწმებდა სათანადოდ ეხლა მაინც.....

არც ეგეთი ხელწამოსაკრავი სულელიც არ ჩანს რომ მაისურზე დატანილი კომპანიის სიცრუეში რომ გამოგვეჭირა......

ფაქტია ახალი ხილია და ზაფხულში გამოჩნდება ყველაფერი.....

ძალიან სოლიდურ თანხებს ასახელებს ეს ადამიანი სამომავლოდ და ვნახოთ....

ტორპედო ისეთ დღეში იყო ყველას მიცემდნენ კლუბს ოღონდ ვალები გადაეხადა და გუნდი არ გავარდნილიყო უმაღლესიდან.....აფლოდისმენტები ეკუთვნის ამ სტატიის ავტორს მსოფლიო ანტი მაქინაციურ საქმეთა ბრძოლის დეპარტამენტის მხრიდან ეს რა მაფიოზური სვლები გაშიფრა და გამოარკვია გალაქტიონ ესაკიამ, ეს კიარა ბოღმისადა ღვარძლის დეპარტამენტად ეს საიტი უფრო იქცა არ ახარებთ ტორპედოს განვითარებისა და აღორძინების პერსპექტივა აქ და სხვაგანაც ბევრს მაგრამ როგორც იტყვიან ძაღლი ყეფს ქარავანი კი მიქრის მეგობრებო.
Fy-17
26 თებერვალი 2020 13:32
1
კარგად არ მოგიძებნიათ
Sandro
25 თებერვალი 2020 17:13
7
ტორბედო იმ დღეშია არა მგონია იქ ვინმე ფულის გასაკეთებლად მოვიდა.
ჟორა
26 თებერვალი 2020 19:58
0
ასეთი ზარზეიმით მოვიდა მანამდე ბევრი სხვა, შემდეგ გაიფლანგა ფულები, დარჩა ვალები და გაქრა. ამიტომ არის ამდენი კითხვები დღესაც და განსაკუთრებით მაშინ როდესაც არის პასუხგაუცემელი კითხვები. არჩევნებამდე პრობლემის გადაგორებას გავს ეს ყველაფერი. მანინი ფულის გასაკეთებლად უნდა იყოს წესით ჩამოსული აქ და არა ტორპედოს სიყვარულის გამო, შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ ქუთაისის ტორპედოს ამის პოტენციალი აქვს რეალობაში ? - პირდაპირ ლიგაზე ვერ ხვდება ტორპედოს მაგვარი გუნდები, ამიტომ უნდა დაიწყოს ბავშვების მომზადება, მოედნების მოწესრიგება სკოლის ეზოებში რომ ვარჯიშობენ პატარა ტორპედოელები და მთელი პროცესებია ამასთან კავშირში და გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელი იქნება მოგების მიღება, თუ მანამდე ყველაფერი სწორად წარიმართა.

პ.ს. არ მშურს პირიქით მიხარია თუ ყველაფერი მაგრად იქნება და მე შევცდები. - ქუთაისელი ვარ სხვათაშორის.
lm
26 თებერვალი 2020 17:21
1
ver davichemeb romchemi versia utyuaria tumca maqvs mosazreba rombolodros gaaqtiurebuli klubebis ayvana tu sheqmna ukavshirdeba saxelmwipos mier klubebze gamoyopil tanxebis atvisebas aigheben puls sanamklubs moaxmaren cdiloben daatralon nu abrunon tu gaumartlad da ar ighores tanxas tu ar aormageben naixevars mogebas adzlevt naxevars maainc ighebs ipxakureben vitom gundi rame kide daatrialeben da ase
kaxa
25 თებერვალი 2020 18:17
4
Raiyot xalxo ras ibigmebit ra dagamartad torpodo ityvis tavis sstkmels da mere chagivardebat mag enebi yvelas
Torpedo
27 თებერვალი 2020 16:55
3
ბათუმი ყოველთვის თავის კუთვნილ მესამე ადგილზე იქნება სულ
ლორგი
25 თებერვალი 2020 22:22
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული