ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
ისე მოძლიერდა საქართველოს ჩემპი,რომ ამ ფორმაციის ქუთაისისთვის 4 -ში მოხვედრა წარმოუდგენლად მიმაჩნია
გიო
25 თებერვალი 2020 21:22
5
ქუთაისის ტორპედო არა გროზნოს კამაზი კიდე :D
ეუფ
25 თებერვალი 2020 21:15
13
გროზნოს კამაზი? დინამოებივით ოკუპანტის ასო მაინც არ აწერია გულზე!
ბასკი
25 თებერვალი 2020 22:59
4
d,p, sakuradgebod, diax kutaiseli var da chemi kalakis gundis gulchematkivari, da amachi verapels cuds ver vxedav, rac cheexeba dinamo - torpedos dapirispirebas , es kartul pegburtchi sul icvevda did interess da calke temaa, jer torpedoa kutaiseli kacistvis pirvel adgilas da mere sxva danarcheni gundebi, da araak mnichvneloba torpedostvis vis chexvdeba, darcmunebuli var kvela gundtan mosagebad gava torpedo dinamo ikneba es tu sxva danarcheni gundi.
KUTAISELI
25 თებერვალი 2020 19:06
10
როგორ შეიძლება "ედენარო"იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზია, როდესაც ელემენტარული ინფორმაციაც არ იძებნება ამ კომპანიის შესახებ?

21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში, კლუბის ეგეთი განცხადება ცოტა უცნაური და დამაბნეველია.
შეიძლება ახალი სტარტაპია ამ მფლობელის და რეკლამას უკეთებენ? ერთადერთი ახსნა ეგ მაქვს :დ

ჟურნალისტებს კი გმართებთ მეტი ინფორმაციის მოძიება და პირდაპირ ტორპედოს მენეჯმენტისგან ან მერიისგან მეტი ინფორმაციის მიღება მფლობელის შესახებ. მხოლოდ ლამაზად შეფუთული სიტყვები ისმის ჯერ და რეალური დასაბუთებული ინფორმაცია მფლობელის შესახებ არსად ჩანს.
Supporter
25 თებერვალი 2020 19:03
3
ამ ქუთაისელს კიდე რავა ააქვს დაზეპირებული:„ტანსაცმელი გვიყიდა,ავტობუსი გვიყიდა...“ ნაზუქები არ გიყიდა?ქართულად დაწერე შე დალოცვილო თუ კოპით წერ?
Google
25 თებერვალი 2020 18:38
7
გაუნათლებელ ხალხს ყველა ასე ატყუებს, და მოაუტყუებს მომავალშიც. რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ. მთავარია ერთმანეთს არ შევარჩინოთ არაფერი, სხვამ მოგვატყუოს რამდენიც უნდა.
dat
25 თებერვალი 2020 18:28
3
ver davichemeb romchemi versia utyuaria tumca maqvs mosazreba rombolodros gaaqtiurebuli klubebis ayvana tu sheqmna ukavshirdeba saxelmwipos mier klubebze gamoyopil tanxebis atvisebas aigheben puls sanamklubs moaxmaren cdiloben daatralon nu abrunon tu gaumartlad da ar ighores tanxas tu ar aormageben naixevars mogebas adzlevt naxevars maainc ighebs ipxakureben vitom gundi rame kide daatrialeben da ase
kaxa
25 თებერვალი 2020 18:17
4
მივაქცევთ ყურადღებას დამშვიდდით. მეგრელ შედანიას და ჩაჩავასგან დიდი გაკვეთილი მივიღეთ.
Martali
25 თებერვალი 2020 17:59
9
შედანი სახელია და არც მეგრელია,ნანიკაშვილია გვარად როგორც ვიცი.
თაზო
25 თებერვალი 2020 18:31
0
kartveli ro gvkavda gundis prezidenti xo aachena gundi, am italielma gundi gadagvirchina, pegburtelebi moikvana, cheizleba varskvlavebs ar ckveten cidan magram am etapze esec sakmea, pormebi chamogvitana, avtobusi gvikida, da kidev bevri kargis gaketebas apirebs, acadet am kacs, araa savaldebulo kvelas mogcondet, modit kvelam tkven tkven gundebs mixedet da mag gundebis prezidentebi akritiket, torpedo programachi xoar gkavt, torpedos gulchematkivaris ertaderti imedi es italieli kacia , ert celicadchi gaikceva, tu rasac izams amas dro gvichvenebs, mtavaria meotxe ligas da sircxvils gadagvarchina.
KUTAISELI
25 თებერვალი 2020 17:45
10
ამ კაცს აფერისტის სახე აქვს :)))))
.
25 თებერვალი 2020 17:37
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული