ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
რამდენმა ბოღმიანმა მოიყარეთ თავიიი
ქუთათური
25 თებერვალი 2020 17:20
16
ერთი ეხლა KUTAISELIS სახე დამანახა ამ კომენტარების წამკითხავი.მთლად პესომისტურ კომენტებს ნუ დაწერთ,კაცს ერთი სურვილი აქ დინამო თბილისს ჯოჯოხეთი მოუწყოს.ჩემი ქუთაისიო და ჩემი ტოეპედოვო
დ.ფ.
25 თებერვალი 2020 17:18
14
კარგად არ მოგიძებნიათ
Sandro
25 თებერვალი 2020 17:13
7
თამაშები მოიგონ და თუ გინდა *ლე დაიწერონ!!!
ალეკო
25 თებერვალი 2020 17:11
6
Google-ში სადაც არ იძებნება მაგ კომპანიაზე ინფორმაცია, იქ არის მორჩენილი საუბარი თუ რა კომპანიაცაა. აგერ დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი თუ გინდა დასქრინეთ და სეზონის ბოლოს დადეთ აქ კომენტარებში, რომ ქუთაისის ტორპედო 8- 9 ადგილზე გავა და დასარჩენად ითამაშებს პლეიოფს. ამ ვითო ინვესტორმა ბოლო წუთამდე მიიყვანა საქმე და შემდეგ დაშლილი გუნდი ეყიდა რადგან უფრო იაფი დაჯდომოდა გუნდის მართვა.შედეგად ქუთაისის მიწებს უფულოდ დაითრევს და ფულსაც გაათეთრებს. ის მოიპოვეთ ინფორმაცია თუ რამდენი აქვთ ეხლა ბიუჯეტი და ხელფასები რამდენი აქვთ გუნდში შეგიძლიათ გაიგოთ ეგ და დარწმუნდებით რის გამოც არის მოსული გუნდში. საბოლოო ჯამში მოგებული რჩება ყველა ვარიანტში, ბილეთებისგანაც უნდა ფულის შოვნა, ფედერაციის ფულსაც ჯიბეში ჩაიდებს და 2 წელში მოხევს გუნდიდან და მიწები ოხრად შერჩება.
რეალისტი
25 თებერვალი 2020 17:06
6
კაცმა ივეს სტადიონი აუშენა კიდე ვინარისო სად ბანაობთ მტკვარი გაასუფთავეთ გონებას თუვერ
toro 123
25 თებერვალი 2020 17:04
13
ქართველები არიან მაგ იტალიელის უკან შეიძლება ვაფშე ჩაჩავას ტრიუკებია მაგ ნაბიჟ ხო ამ მთავრობის მაფიოზია
დათო
25 თებერვალი 2020 16:54
10
ერთი დღის წინ გაკეთბული საიტია, სადაც არც პროდუქციაა და არაფერი ,მხოლოდ ჩინური იაფფასიანი ნივთები ისიც არასრულად, ასევე არის შაბლონიდან აწყობილი ,რომელიც ინტერნეტ სივრცეში იყიდება პირდაპირ. დაუსრულებელია ვებსაიტი :)) მოკლედ ისეთ ტყუილს გვთავაზობენ რო უბრალოდ სირცხვილია მაგარი ინვესტორია :D:D
zaza
25 თებერვალი 2020 16:52
6
არასდროს არ მჯერა სიჩქარეში გაკეთებული საქმის. ატეხეს ერთი ამბავი, არიქა იტალიელი, არიქა კლუბს გადაარჩენს. არიქა გაფიცვები და არიქა მამაქალაქი აფეთქდებაო. კაირა, ნეტა გაუგებრობა იყოს და ყველაფერი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდეს. ანდა იყოს აფერისტი, მაგრამ გუნდიც გაქაჩოს, როგორც ეს უცხოეთშია. მგონი პსჟ-ს ბოსზე იყო სტატია სპორტალში.
kaira
25 თებერვალი 2020 16:51
2
არარსებული კომპანიის სახელს უკეთებს თურმე რეკლამას და მილიონ 700ათასიც გადაყარა ხო. დდ ლოგიკაა რკინის აუუუ გააქცევთ მაგ კაცს თქვენ ბიჭო უამრავი გუნდია უფულო და უსულო იმას მიხედეთ პროგრამაში გყავთ ეგ ტორპედო თუ რა გინდათ დდ
zaza
25 თებერვალი 2020 16:46
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული