"მეორე ტონი კროოსი აღარ დაიბადება" - მოდრიჩმა თანაგუნდელს ემოციურად მიმართა

AutoSharing Option
გუშინ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ჩეპმიონატის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

"ბლანკოსში" კროოსის მეწყვილე ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და გერმანელს მიმართა.

"ამის დაწერა ძალიან რთულია. ახლა საფეხბურთო სამყარო სევდიანია, რადგან უნიკალური ფეხბურთელი მიდის. ვერ დავმალავ, ძალიან ვწუხვარ. შენ ამ სპორტისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდა ხარ. ამ კლუბის მაისურით შენთან ერთად თამაში უდიდესი პატივი იყო. შენ გაქვს ის თვისებები, რომლებიც უნიკალურს გხდის, სხვა ტონი კროოსი აღარასდროს დაიბადება.

არაერთი ევროპული ტიტული და მაგია "ბერნაბეუზე". ყველაფერს მიაღწიე,
თუმცა არის კიდევ რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. მოდი, მოვიგოთ მე-15 ჩემპიონთა ლიგა. მომენატრები, მეგობარო", - დაწერა მოდრიჩმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "რეალმა" კროოსი 2014 წელს, მიუნხენის "ბაიერნიდან" შეიძინა, ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელმა "სამეფო კლუბთან" ერთად 4 ლა ლიგა, ერთი კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერთასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერთასი და 5 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

altოფიციალურად: კროოსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
34 წლის რატო ამთავრებს კარიერას ?
ლშა_იუვენტინო
10:46 27-05-2024
0
გვარდილა კიდევ ბაიერნის ძირითადში არ ათამაშებდა, ფუჰ! როგორ მძულს ეს კაცი კროოსის გამო.
ბმბ
14:46 22-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული